Fox News - "აგვისტოს ხუთი დღე" უახლოეს მომავალში თეთრი სახლის წარმომადგენელთა დაინტერესების საგანი ვერ გახდება

რენი ჰარლინის ფილმი "აგვისტოს ხუთი დღე" უახლოეს მომავალში თეთრი სახლის წარმომადგენელთა დაინტერესების საგანი ვერ გახდება , - წერს Fox News-ი. სტატიის სათაურია "ფილმო, ობამას შენი ნახვა არ სურს".

სტატიის ავტორი, Heritage Foundation-ის ანალიტიკოსი, ჯეიმს ჯეი კარაფანო წერს, რომ ჰარლინის ფილმი აშკარად პროქართულია, შესაბამისად, ის ვერ დააინტერესებს ობამას, რომელიც ძირითად საგარეო პოლიტიკურ წარმატებად რუსეთთან "გადატვირთვის" პოლიტიკის დაწყებას მიიჩნევს.

"ჰარლინის ფილმში საშინელებად არიან წარმოჩენილი ობამას ახალი საუკეთესო მეგობრები. იმის მიუხედავად, რომ სიუჟეტი წმინდად ჰოლივუდურია, საგანგაშო სცენების უმეტესობა ამოღებულია უშუალოდ პირველი ხელიდან და Human Rights Watch-ის დასკვნებიდან. შესაბამისად, ვხედავთ მოხუცების წამებას და საომარი მარშრუტის მიმდებარე სოფლების განზრახ დაბომბვას. ფილმი მთავრდება ქართველთა მონათხრობით, რომლებმაც ომში ნათესავები დაკარგეს", - წერს ავტორი.

კარაფანო აღნიშნავს, რომ ჰარლინის "ანტირუსულ" ფილმს ბლოგერები უკვე აკრიტიკებენ. "ჰოლივუდმა კარგად მიიღო "სასტუმრო რუანდა", რომელშიც მოვლენები მსგავსი სცენარით ვითარდება, თუმცა, "აგვისტოს 5 დღეს" ზურგი აქცია. განსხვავება ერთია – უკანასკნელი მათგანი ობამას კეთილ განზრახვებს მოსკოვის მიმართ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. რეგიონულ ხულიგნად რუსეთის წარმოჩენა თეთრი სახლის სამოქმედო გეგმებში არ ჯდება. უკანასკნელ დროს მოსკოვის მისამართით გაჩენილ ბრალდებებსაც აშშ-ში მცირე კუსტარული მრეწველობის შედეგად მიიჩნევენ", - ნათქვამია სტატიაში.

ავტორი წერს, რომ საქართველოში აშშ-ის საელჩოსთან მომხდარი აფეთქების ორგანიზებაში რუსეთის დადანაშაულებას სკეპტიკოსები პროგნოზირებდნენ. ანალიტიკოსების ნაწილი მიიჩნევდა, რომ ეს შესაძლოა ქართველების მიერაც კი ყოფილიყო ორგანიზებული, რათა შემდგომ ამაში რუსეთი დაედანაშაულებინათ.

თუმცა, სტატიის ავტორი იქვე აღნიშნავს, რომ თუ ეს მართლაც ქართველების მოწყობილი იყო, მისი სცენარი აუცილებლად ამერიკაში მომზადდებოდა. სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ აფეთქებები მიზნად არა ვინმეს მოკვლას, არამედ დაშინებას ისახავდა. შესაბამისად, ეს, შეიძლება მოსკოვის სერიოზულ გზავნილად ჩაითვალოს.

"სინამდვილეში "გადატვირთვის" პოლიტიკის მიღწევები ჯერ არსად ჩანს. რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებთან დაკავშირებული მოლაპარაკება რუსეთისგან ყველაფრის მიღებას და მისთვის არაფრის მიცემას გულისხმობს. ამის შემდეგ მოლაპარაკებებში ჩართული ადმინისტრაციის წარმომადგენლები იტყვიან, რომ რუსეთი კარგად არ საუბრობს. ვლადიმერ პუტინმა ცოტა ხნის წინ აშშ-ს მსოფლიო ეკონომიკის "პარაზიტი" უწოდა. მეგობრებს სჩვევიათ ასე"... – წერს ავტორი.

სტატიის დასასრულს კარაფანო აღნიშნავს, რომ ჯერ კიდევ გასარკვევია, "აგვისტოს 5 დღის" აუდიტორიის რა ნაწილი ნახავს ფილმს ზაფხულის ამ ცხელ დღეებში. "ადმინისტრაცია ამ დრომდე ცდილობს ფილმი მნიშვნელოვან ბლოკბასტერად წარმოაჩინოს, თუმცა, რეცენზენტები მას უარყოფითად – დაბლა დაწეული ცერა თითით აფასებენ", - აღნიშნავს ავტორი.

რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომზე ჰოლივუდელი რეჟისორის, რენი ჰარლინის მიერ გადაღებული ფილმის, "აგვისტოს 5 დღის" პრემიერა აშშ-ში რამდენიმე დღის წინ შედგა.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება