პრეზიდენტმა ქედაში მშენებარე "აჭარული ღვინის სახლი" დაათვალიერა

საქართველოს პრეზიდენტმა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ქედაში მშენებარე "აჭარული ღვინის სახლი" დაათვალიერეს.

საწარმო, ღვინის ქარხნის გარდა, ჩხავერის ჯიშის ვენახს, ღვინის სადეგუსტაციო დარბაზებს, მარანსა და რესტორანს მოიცავს. "ეს არის საუკეთესო ქართული ღვინო, რაც კი ოდესმე გამისინჯავს. ჩხავერი სერიოზულ კონკურენციას გაუწევს ცნობილ ქართულ და ევროპულ ვაზის ჯიშებს. საინტერესოა, რომ რუსეთის მიერ საქართველოსთვის ემბარგოს დაწესების შემდეგ, ჩვენი ღვინოების ექსპორტი მრავალჯერ გაიზარდა. მაგალითად, უკრაინაში თუ ადრე მილიონი ბოთლი გადიოდა, წელს 8 მილიონი გავა, გაისად კი - 10, ასევეა ბელორუსში და მრავალ სხვა ქვეყანაში", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

საწარმო კომპლექსის მშენებლობა გასული წლის სექტემბერში დაიწყო და დაახლოებით ერთ თვეში, რთველის დაწყებამდე გაიხსნება. "აჭარული ღვინის სახლი" ჩხავერს, ცოლიკაურსა და ცქრიალა ღვინოებს ქართული და ევროპული ტექნოლოგიებით ჩამოასხამს. იგი წელიწადში 100 000 ბოთლ ღვინოს აწარმოებს.

ტურისტებისთვის აქვე მოეწყობა ღვინის ტურები. მსურველი შეძლებს დაათვალიეროს როგორც ვენახი, ასევე, იხილოს ქართული მარანი, ევროპული საწარმოო ხაზი, მონაწილეობა მიიღოს ღვინის ბოთლებში ჩამოსხმის პროცესში, დააგემოვნოს ღვინოები და გასინჯოს ადგილობრივი კერძები.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას