დეპუტატი რომანოზ ბჟალავა აბაშის მოსახლეობას შეხვდა

აბაშის მაჟორიტარი დეპუტატი რომანოზ ბჟალავა დღეს აბაშის მოსახლეობას შეხვდა. ბჟალავას შეხვედრის შესახებ ინფორმაციას "ნაციონალური მოძრაობა" ავრცელებს.

პარტიაში აცხადებენ, რომ რომანოზ ბჟალავა ადგილობრივ მოსახლეობას აბაშასა და ძველ აბაშაში შეხვდა, მოსახლეობის პრობლემებს გაეცნო და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრა.

"დეპუტატმა მოსახლეობას ხელისუფლების ხედვა წარმოუდგინა და ძირითადი ყურადღება სოფლის მეურნეობის, ეკონომიკისა და ჯანდაცვის პროგრამებზე გაამახვილა" – აცხადებენ პარტიაში და დასძენენ, რომ შეხვედრის შემდეგ რომანოზ ბჟალავამ ძველ აბაშაში მშენებარე ეკლესიაც მოინახულა.

რომანოზ ბჟალავას ხე-ტყის აფერაში მონაწილეობასა და საქართველოს დატოვების შესახებ ინფორმაცია პრესით რამდენიმე დღის წინ გავრცელდა.

ბჟალავას შესახებ ინფორმაციაზე კონკრეტული განცხადება "ნაციონალურ მიოძრაობაში" აქამდე არ გაკეთებულა. ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა გუშინ მხოლოდ ის განაცხადა, რომ "ბჟალავას თავს ცუდი არაფერი ხდება და შეუთვალა, რომ უახლოეს სხდომაზე მოვიდეს".

ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ემილ ავდალიანი - რეალური შანსი არსებობს, ირანმა და აშშ-მ ე.წ. „შუალედურ ბირთვულ შეთანხმებას“ მიაღწიონ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
„ერთად მეტი შეგვიძლია“ – „მაკდონალდს საქართველო“ McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
„დომინოს“ 10 წლის იუბილე – გაარემონტე ერთი ამოსუნთქვით
BESPOKE AI WindFree™ - ჭკვიანი კონდიციონერები ინოვაციური გაგრილებით