თბილისობისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში დღეს საპატიო თბილისელები დაასახელს .
რუსთაველის თეატრში საპატიო თბილისელის წოდება 15 ადამიანს მიენიჭა, მათ შორის 4 უცხოელია. საპატიო თბილესებლი გახდნენ: მოჭადრაკე მაია ჩიბურდანიძე, ქორეოგრაფი თამაზ გოგოტიშვილი, კომპოზიტორი ნუნუ გაბუნია, ანსამბლ "ივერიის" სოლისტი ვახტანგ ტატიშვილი, ფრანკფურტში მოღვაწე ფილოლოგი მანანა თანდაშვილი, ომის ვეტერანი მოსე მდინარაძე, მსახიობი მერი დავითაშვილი, მსახიობი ოლეგ ბასილაშვილი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი შოთა ხეცურიანი, პროფესორი ლევან ალექსიძე, მომღერალი სულიკო კოროშინაძე.
ასევე, საპატიო თბილისელების წოდება მიენიჭათ ცნობილ ბერძენ მომღერალ იოვანას, თბილისის ატლანტის მეგობრობის საზოგადოების პრეზიდიუმის წევრ კენტ ვოკერს, რომუალდო დელ ბიანკო ფონდის პრეზიდენტს, პაულო დელ ბიანკოს და ბალყარელ პოეტს სალის გურტუევს, რომელმაც ბალყარულ ენაზე თარგმნა "ვეფხისტყაოსანი".
დღესვე, რუსთაველის თეატრში თბილისისა და კიშინოვის მერებმა ქალაქებს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმეს. ამასთან, გიგი უგულავას ევროპარლამენტის წარმომადგენელმა ევროსაბჭოს დროშა გადასცა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"