53-ე სკოლის დირექტორი მოსწავლეების გარიცხვის შესახებ გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს

53-ე საჯარო სკოლის დირექტორი ტარიელ შავშიშვილი მე-11 კლასის 2 მოსწავლის გარიცხვის შესახებ გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შავშიშვილმა განუცხადა, აღნიშნული უნდა გახდეს მაგალითი სხვა მოსწავლეებისთვის, რომლებიც შეეცდებიან სკოლის შიდა განაწესის დარღვევას და მასწავლებლებისთვის შეურაცხყოფის მიყენებას.

შავშიშვილის განცხადებით, სკოლაში სასწავლო პროცესი არ ჩაშლილა, გაკვეთილები ჩვეულებრივად მიმდინარეობს და დღეს მხოლოდ რამდენიმე ბავშვი არ შევიდა სკოლაში.

მისი განცხადებით, გარიცხული მოსწავლეები სკოლის შიდა განაწესს სისტემატურად არღვევდნენ და მასწავლებლევს შეურაცხყოფას აყენებდნენ.

53-ე საჯარო სკოლის მოსწავლეთა ნაწილი და მათი მშობლები თანამდებობიდან სკოლის დირექტორის, ტარიელ შავშიშვილის გათავისუფლებას მოითხოვენ.

საპროტესტო აქციის მონაწილეების განცხადებით, დირექტორმა სკოლაში უსამართლობა დაამკვიდრა. კერძოდ, მოსწავლეების თქმით, ოთხი გაცდენის შემდეგ მათ გამოცდების ჩაბარება უწევთ და თუ ჩაიჭრებიან, სკოლიდან ირიცხებიან. აქციის მონაწილეების ცნობით, 4 ოქტომბრის შემდეგ ამ მიზეზით სკლიდან 5 მოსწავლეა გარიცხული.

მოსწავლეები და მშობლები სკოლის დირექტორის, ტარიელ შავიშვილის იმ გადაწყვეტილებასაც აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც, სკოლიდან მე-11 კლასელები, ირაკლი მჭედლიშვილი და მიხეილ ალექსიძე გაირიცხნენ.

გარდა ამისა, მშობლების ინფორმაციით, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ხულინგობის მუხლით. მშობლებისა და ბავშვების განცხადებით, გარიცხვის მიზეზი იყო შელაპარაკება ბავშვებსა და მასწავლებლებს შორის, რის შემდეგაც ბავშვები გაკვეთილიდან გამოაგდეს. ისინი დაინახა სკოლის დირექტორმა ტარიელ შავშიშვილმა და მიიღო მათი გარიცხვის გადაწყვეტილება. გარდა ამისა, მომხდარის შესახებ შეატყობინა პოლიციას, ბავშვები დაიკითხნენ და მათ წინააღმდეგ, როგორც მშობლები აცხადებენ, აღიძრა სისხლის სამართლის საქმე.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში