"ეროვნულ-დემოკრატიული" პარტიის წევრი გოგა გოგნიაშვილი იმედოვნებს, რომ ვენეციის კომისიის ექსპერტები ოპოზიციის მოსაზრებებს გაითვალისწინებენ.
როგორც ვენეციის კომისიასთან გამართული შეხვედრის შემდეგ გოგნიაშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, დღეს ვენეციის კომისიის ექსპერტებთან მუშა შეხვედრა შედგა, სადაც პარტიებმა საკუთარი ხედვები წარმოადგინეს.
მისი თქმით, ედპ–მ დაადასტურა ის შეთანხმებები, რაც საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით მმართველ პარტიასთან დაიდო და ასევე აღნიშნა იმ საკითხების შესახებაც, რომლებსაც ოპოზიცია არ ეთანხმება.
კერძოდ, შეუთანხმებელი საკითხები ეხება საარჩევნო სიების ფორმირების წესს, უბნებიდან ვიდეოთვალის განთავსების შესაძლებლობის გაუქმებას, მარკირების წესის გაუქმებას და ა.შ.
ასევე, გოგნიაშვილი ამბობს, რომ მნიშვნელოვან პრობლემად რჩება ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების შესაძლებლობა და მისი გაუმჯობესება აუცილებელია.
გოგა გოგნიაშვილი იმედოვნებს, რომ ვენეციის კომისიის ექსპერტები დასკვნის მომზადებისას, ოპოზიციის მოსაზრებებს გაითვალისწინებენ.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"