ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში ექსპოზიცია - "ქართული ტრადიციული ფარდაგი" მოეწყობა

საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში ექსპოზიცია - "ქართული ტრადიციული ფარდაგი" მოეწყობა.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება საქართველოს სხვადასხვა კუთხისთვის დამახასიათებელი ტრადიციულ ფარდაგთა ნიმუშები: თუშური, ხევსურული, ფშაური, მესხური, აჭარული და სხვა. ექსპონატთაგან ყველაზე ძველი 1812 წლით დათარიღებული აჭარული ფარდაგის ფრაგმენტია.

საქართველოს ფარდაგის ქსოვის დიდი ხნის ტრადიცია გააჩნია. ის ქართული ყოფის განუყოფელი ნაწილი იყო და გასული საუკუნის 40-50-იან წლებამდე მას დიდი პრაქტიკული თუ ესთეტიკური დანიშნულება ჰქონდა (სახლის მოსაწყობად და გასალამაზებლად, იატაკსა და ტახტზე დასაფენად, ურმის მოსაჩარდახებლად - მგზავრების წვიმისა და სიცხისაგან დასაცავად).

ფარდაგს მთელ საქართველოში ქსოვდნენ, მაგრამ განსაკუთრებით გამოირჩეოდა ის კუთხეები, რომლებშიც სათანადო ნედლეული - მატყლი მოიპოვებოდა: თუშეთი, ფშავი, მთიულეთ-გუდამაყარი, ხევი, ქართლ-კახეთი, სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი, ქიზიყი, აჭარა.

გარდა ფარდაგებისა ექსპოზიცია გაფორმდება ტრადიციული ნაქსოვი ხურჯინებით, თუშური ჩანთებით (აბგა), კერამიკითა და ახალგორიდან წეროვანში ჩასახლებულ ახალგაზრდა ლტოლვილთა ხის ნაკეთობებით.

გამოფენის გახსნაზე სხვადასხვა კუთხის სიმღერებს შეასრულებს ფოლკლორული ანსამბლი "მზეთამზე", მათი სამოსი ძველი ქართული წესით არის შექმნილი და საუკუნეს ითვლის.

ტრადიციული ხელოვნების მოყვარულთ საშუალება ექნებათ გამოფენა 30 ნოემბრამდე დაათვალიერონ. ექსპოზიცია 10 ნოემბერს, 19:00 საათზე, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გალერეაში გაიხსნება.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება