სასტუმრო "რედისონში" დღეს საქართველოში რეპროდუქციული ჯანმრთელობის პრობლემებთან დაკავშირებით ჩატარებული კვლევის შედეგებს წარმოადგენენ. ამასთან დაკავშირებით მედია სემინარიც გაიმართება. სემინარს აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (UშAID) მიერ დაფინანსებული პროგრამა "შენარჩუნება" (ჟშI), უმასპინძლებს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ორგანიზატორებმა განუცხადეს, სემინარზე ჟურნალისტები ოჯახის დაგეგმვის მნიშვნელობის შესახებ განათლების აუცილებლობას გაეცნობიან. ასევე, რეპროდუქციულ ჯანმრთელობის სფეროში მიმდინარე სიახლეებს და ახალი კვლევის შედეგებს. აქციის მიზანია თანამედროვე ოჯახის დაგეგმვის მეთოდების შესახებ საზოგადოების ცნობიერებისა და ცოდნის დონის ამაღლება.
საგანმანათლებლო სემინარის მსვლელობისას აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (UშAID) ხელშეწყობით გამოცხადდება კონკურსი, რომელშიც მონაწილეობა ნებისმიერ ჟურნალისტს შეუძლია.
კონკურსში მონაწილე ჟურნალისტებმა უნდა წარმოადგინონ გამოქვეყნებული მასლა ჯანმრთელი ოჯახის და რეპროდუქციული ჯანმრთელობის თემაზე.
გამარჯვებულ ჟურნალისტებს ჟშI და მისი პარტნიორი ორგანიზაციებისგან ფასიანი პრიზები და სერტიფიკატები გადაეცემათ.
"აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და საქართველოს ეროვნული დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ ჩატარებულმა კვლევებმა აბორტების ყველაზე მაღალი დონე 1999 წელს _ 3.6 აბორტი თითო ქალზე, აჩვენა; 2005 წელს _ საშუალოდ 3.1 აბორტი თითო ქალზე. ბოლო კვლევამ გამოავლინა, რომ აბორტების რაოდენობამ 2005 და 2010 წლების შუალედში მკვეთრად იკლო და თითო ქალზე საშუალოდ 1.6 აბორტი შეადგინა.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ აბორტების კლებასთან ერთად გაიზარდა თანამედროვე კონტრაცეპტივების გამოყენება. კერძოდ, 1999 წელს 20%-დან 2010 წელს 35%-მდე. უფრო მეტიც, კვლევამ დაადგინა შობადობის მაჩვენებლის მკვეთრი ზრდა 2005 წელს 1.6%-დან 2010 წელს 2.0%-მდე", _ აცხადებენ სემინარის ორგანიზატორები.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"