მოძრაობა "7 ნოემბერი" "ვარდების რევოლუციიდან" 8 წლისთავზე ხელისუფლებას ძალადობის, პოლიტიკური დევნის, დაშანტაჟებისა და დაშინების შეწყვეტისაკენ მოუწოდებს.
ამ მოთხოვნით მოძრაობის წარმომადგენლებმა პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია გამართეს, სადაც აქტივისტები წარწერიანი ქურთუკებით, "ქალაქში მკვლელია, გადავარჩინოთ სიცოცხლე", მივიდნენ. აქციის მონაწილეებს ჰქონდათ ზურაბ ვაზაგაშვილის, სანდრო გირგვლიანის, გიორგი გამცემლიძის ფოტოები და პლაკატი: "რატომ წაგვართვით სიცოცხლე".
როგორც მოძრაობის ლიდერმა ირაკლი ბერაიამ განაცხადა, აპროტესტებენ ხელისუფლების მიერ ბოლო 8 წლის განმავლობაში ჩადენილ უკანონობებს და აცხადებენ, რომ "ვარდების რევოლუციამ" საქართველოს მოუტანა დიდი უბედურება, 2008 წელს წაგებული ომი, დაკარგული ტერიტორიები, პოლიციელების მიერ 150-მდე დახვრეტილი ადამიანი, გაყალბებული არჩევნები, დარბეული აქციები და 26 მაისის აქციის მონაწილეების მკვლელობა.
ბერაიას განცხადებით, ამ ხელისუფლებამ უდიდესი საფრთხე შეუქმნა ქვეყანას.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"