ტელეკომპანია "მაესტროს" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი ებრალიძე ტელეკომპანიაში არ შეუშვეს .
ებრალიძე ტელევიზიის ოფისთან რამდენიმე წუთის წინ მივიდა, თუმცა, ის ტელეკომპანიაში არ შეუშვეს. მისთვის უცნობია, ვინ გასცა ბრძანება ტელეკომპანიაში მის არშეშვებასთან დაკავშირებით. თუმცა, ებრალიძე ვარაუდობს, რომ ეს ეროსი კიწმარიშვილის გადაწყვეტილებაა.
ტელეკომპანია ~მაესტროს~ შენობაში დილიდან ეროსი კიწმარიშვილი რამდენიმე პირთან ერთად შევიდა. თანამშრომლებს მუშაობის დაწყების საშუალებას არ ჰქონდათ. გათიშული იყო ტელეკომპანია ~მაესტროს~ ეთერიც.
მოგვიანებით, ტელეკომპანია ეთერში მამუკა ღლონტის განცხადებით გავიდა. "მაესტრო" ამ დროისთვის პირდაპირ ეთერში მაუწყებლობს.
მაუწყებლობა ჟურნალისტთა და ტექნიკური პერსონალის ნაწილის საშუალებით ხორციელდება, რომლებმაც შენობაში შესვლა მოახერხეს.
"მაესტროს" შენობაში იმყოფება "ქართული პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი და "მაესტროს" მმართველის კომპანიის მფობელი ეროსი კიწმარიშვილი, რომელიც მამუკა ღლონტს შენობას დატოვებისკენ მოუწოდებს.
ამასთან, ეროსი კიწმარიშვილმა თანამდებობიდან გაათავისუფლა მთავარი პროდიუსერი მამუკა ღლონტი, გენერალური დირექტორი ილია კიკაბიძე, რომლებიც ამავდროულად არხის დამფუძნებლები არიან.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"