გადატვირთულობის პრობლემით ქსნის ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა # 19 სამკურნალო დაწესებულება პირველია. ამის შესახებ სახალხო დამცველის 2011 წლის პირველი ნახევრის შუალედურ ანგარიშშია აღნიშნული.
აღნიშნულ დაწესებულებაში პატიმართა ლიმიტი განსაზღვრულია 540-ით, ხოლო არსებული მდგომარეობით იქ 824 მსჯავრდებულია. შემდეგ ადგილზეა თბილისის N#1 დაწესებულება, ხოლო მესამე ადგილს ზუგდიდის #N4 დაწესებულება იკავებს.
"აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გადატვირთულობის პრობლემა განსაკუთრებულ სირთულეებს ქმნის სასჯელაღსრულების სისტემის იმ დაწესებულებებში, სადაც არსებული ინფრასტრუქტურა მოძველებულია და რთულ მდგომარეობაშია. ამ მხრივ უნდა გამოიყოს თბილისის #1, ზუგდიდის #4, ბათუმის #3, თბილისის #12 და თბილისის #9 დაწესებულებები.გადატვირთულობის ზღვარზე უწევს მუშაობა N# 11
არასრულწლოვანთა სპეციალურ დაწესებულებას, რომელშიც პატიმართა რაოდენობის კიდევ მომატება, უახლოეს პერიოდში მნიშვნელოვან პრობლემებს წარმოქმნის სამედიცინო თვალსაზრისითაც", - აღნიშნულია სახალხო დამცველის ანგარიშში.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"