"ობიექტივი" - მედიაკავშირი "ობიექტივი" არ იყიდება

მედიაკავშირი "ობიექტივი" მედიასაშუალებებსა და საზოგადოებაში "ობიექტივის" შესაძლო გაყიდვასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" მედიაკავშირიდან აცნობეს, თავს ვალდებულად თვლიან განმარტონ, რომ "ობიექტივი", მსგავსი შეთავაზების მიუხედავად, არ იყიდება.

"ცოტა ხნის წინ, ბატონი ბიძინა ივანიშვილის სახელით, კონკრეტულმა პირებმა მართლაც შემოგვთავაზეს "ობიექტივის" გაყიდვა. შესაძლოა, ეს დაინტერესებული პირები მოქმედებდნენ არა ბატონი ბიძინას ინიციატივით, არამედ საკუთარი სახელით. ნებისმიერ შემთხვევაში ვალდებულნი ვართ განვაცხადოთ, რომ მედიაკავშირი "ობექტივი" არ იყიდება. იგივე გავუმეორეთ ადამიანებს, რომლებიც შეგვხვდნენ და "ობიექტივის" გაყიდვა შემოგვთავაზეს. მედიაკავშირი "ობიექტივი" არის დამოუკიდებელი ჟურნალისტების მიერ მართული ორგანიზაცია. ჩვენი ამოცანაა, ქვეყანაში არსებობდეს თავისუფალი სიტყვის ერთი კერა მაინც, რომლის მესაკუთრეებიც არ იქნებიან პოლიტიკური, ან ბიზნესჯგუფები, არამედ მართვის ბერკეტებს განკარგავენ მხოლოდ ჟურნალისტები, ამიტომ ვიმეორებთ - "ობიექტივი" არ იყიდებოდა, არ იყიდება და არც მომავალში გაიყიდება. რაც შეეხება გავრცელებულ დეზინფორმაციას, რომ ჩვენ გვაფინანსებს ხან მიხეილ ხუბუტია, ხან პაატა შევარდნაძე, ხან ირაკლი ოქრუაშვილი და ხან ბიძინა ივანიშვილი, მოგახსენებთ, რომ ზემოხსენებულ პირთა შორის არც ერთი არაა "ობიექტივის" დამფინანსებელი", - აღნიშნულია მედიაკავშირის განცხადებაში.

თუმცა, "ობიექტივის" წარმომადგენლების განცხადებით, თუ ქართველი ბიზნესმენები მათ დაფინანსებას მოისურვებენ, უარს არ იტყვიან და ამის შესახებ საჯაროდ განაცხადებენ.

"ამგვარ შემოწირულობას ქვეყანაში თავისუფალი მედიის განვითარებისთვის გამოვიყენებთ. "ობიექტივის" საბანკო ანგარიშები საჯაროა და სურვილის შემთხვევაში, მედიის მხარდასაჭერად ნებისმიერ პიროვნებას შეუძლია გაიღოს შემოწირულობა. ცოტა ხნის წინ მე ღია წერილით მივმართე ბიძინა ივანიშვილს და სრულიად უსასყიდლოდ შევთავაზე "ობიექტივის" საეთერო დროის მთელი 50%-ის ათვისება, როგორც მისი ნდობით აღჭურვილი კოლექტივის მიერ, ისე ჩვენი დახმარებით, თუ ამისი საჭიროება იქნება. ეს შეთავაზება ძალაშია, მაგრამ ძალაშია ჩვენი მთავარი პრინციპი - "ობიექტივი" არ იყიდება", - ნათქვამია განცხადებაში.

ვიტალი ბალა - რუსეთი სულაც არ არის დაუმარცხებელი და ისეთი საშიში, როგორც აქამდე ამერიკელებს და ევროპელების ნაწილს ეგონა
ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
კომპანია PSP ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი გახდა
სილქნეტი: „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ წლის დასაწყისიდან 48 ბენეფიციარს დახმარება გაუწია
„ვისოლ ჯგუფმა“ ერთ დღეში თბილისში 4 ამერიკული რესტორანი გახსნა
„საქკაბელის“ ციფრული ტრანსფორმაცია: ERP სისტემის დანერგვა BDO Digital-თან ერთად
„ერთად მეტი შეგვიძლია“ – „მაკდონალდს საქართველო“ McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
„დომინოს“ 10 წლის იუბილე – გაარემონტე ერთი ამოსუნთქვით
BESPOKE AI WindFree™ - ჭკვიანი კონდიციონერები ინოვაციური გაგრილებით