საქართველოს ჟურნალისტთა ეთიკის ქარტია შემაჯამებელ კრებას გამართავს

სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" დღეს, საქართველოს ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიის 2011 წლის შემაჯამებელი საერთო კრება გაიმართება. როგორც "ინტერპრესნიუსს" ქარტიის საბჭოს თავმჯდომარე ზვიად ქორიძემ განუცხადა, განიხილება ქარტიის მთელი წლის საქმიანობა. ასევე, დასამტკიცებლად წარდგენილი იქნება წესდებისა და საქმის წარმოების წესში შესატანი ცვლილება.

კერძოდ, ქორიძის განმარტებით ქარტიის საბჭო ქარტიას სთავაზობს ისეთი ნორმის ამოქმედებას, რომელიც საშულებას მისცემს მათ, განიხილონ იმ ჟურნალისტების წინააღმდეგ შეტანილი სარჩელები, რომლებიც ქარტიის წევრები არ არიან. კრებაზე ქარტიის წევრობის მსურველთა განცხადებებიც განიხილება.

ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიის შემაჯამებელი კრება 2009 წლიდან ყოველწლიურად იმართება. ქარტიას დღეისთვის 188 წევრი ჰყავს.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას