ლალი მოროშკინამ შიმშილობა შეწყვიტა

ლალი მოროშკინამ შიმშილობა შეწყვიტა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" მოროშკინას ადვოკატმა ირაკლი კაპანაძემ განუცხადა. მისივე განმარტებით, მოროშკინამ გადაწყვეტილება მამა როსტომ ლორთქიფანიძის თხოვნით მიიღო. ამასთან, ადვოკატის თქმით მამა როსტომის შუამდგომლობით ლალი მოროშკინა და თაკო ფხაკაძე შერიგდნენ.

"მამაო ორივეს ცალ-ცალკე შეხვდა და ორივესგან მიიღო პირობა, რომ ინციდენტი ამოწურულია. ისინი შერიგდნენ", - აღნიშნა ადვოკატმა.

"ინტერპრესნიუსი" "პრაიმ-თაიმის" მთავარ რედაქტორს, თაკო ფხაკაძესაც დაუკავშირდა, თუმცა მან აღნიშნა, რომ მოროშკინასთან დაკავშირებით კომენტარს აღარ გააკეთებს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ჟურნალისტ ლალი მოროშკინას "ნანუკას შოუს" ჩაწერისას განვითარებული მოვლენების გამო 15-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა. კერძოდ, გადაცემის ჩაწერისას მოროშკინამ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა გაზეთ "პრაიმ თაიმის" დამფუძნებელსა" და მთავარ რედაქტორ თაკო ფხაკაძეს. ფხაკაძის თქმით, მოროშკინას გაღიზიანება იმან გამოიწვია, რომ "პრაიმ თაიმის" ნომინაციაში "ყველაზე უგემოვნო ქალის" ტიტულით მოხვდა. "პრაიმ თაიმის" მთავარი რედაქტორის თქმით, მოროშკინამ მას ყელში ჩანგალი ჩაარტყა. პოლიცია "იმედის" დაცვამ გამოიძახა. თავად მოროშკინა აცხადებს, რომ ფხაკაძემ მას პროვოკაცია მოუწყო. ლალი მოროშკინა ადმინისტრაციულ სასჯელს წინასწარი დაკავების იზოლატორში იხდის. შიმშილობა მან რამდენიმე დღის წინ დაიწყო.

ვიდეო

სტეპან გრიგორიანი - პრორუსული ოპოზიცია ფაშინიანს იმაში ადანაშაულებს, რომ ევროპა სომხეთის საშინაო საქმეებში ერევა, ევროპა სომხეთში იმ პოლიტიკურ ძალას უჭერს მხარს, რომელსაც სომხეთში მეტი დემოკრატია და ქვეყნის თავისუფლება უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2026
კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
Gorenje-მ ფეხბურთის ლეგენდა ლუკა მოდრიჩი ბრენდის ელჩად დაასახელა: ნამდვილი სიდიადე სახლიდან იწყება
ერთიანი სისტემა წარმოებიდან მომხმარებლამდე - ვერტიკალური ინტეგრაციის მოდელი NMG-ში
ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“ - როგორ გახდა პრემიუმ ხარისხის მკურნალობა საყოველთაო დაზღვევის ნაწილი