სააღმზრდელო საქმიანობაში ლიცენზიის მფლობელს შეეძლება საქმიანობა ფილიალის მეშვეობით განახორციელოს

სააღმზრდელო საქმიანობაში ლიცენზიის მფლობელს შეეძლება საქმიანობა ფილიალის მეშვეობით განახორციელოს .

ამასთან დაკავშირებით ცვლილება პარლამენტმა "სააღმზრდელო დაწესებულებების ლიცენზირების შესახებ" კანონში შეიტანა, რომელიც უახლოეს მომავალში შევა ძალაში.

ახალი რეგულაციების მიხედვით, ლიცენზიის მფლობელი უფლებამოსილია საქმიანობა ფილიალის მეშვეობით განახორციელოს. ფილიალის საქმიანობის განხორცილებისათვის კი მას არ დასჭირდება ცალკე ლიცენზია, თუმცა ლიცენზიის მფლობელი ვალდებული იქნება ფილიალის მიერ ლიცენზირებული საქმიანობის განხორციელებისათვის წინასწარ აცნობოს ლიცენზიის გამცემს, ფილიალის მიერ სალიცენზიო პირობების დაკმაყოფილების შესახებ. ლიცენზიის გამცემი კი ვალდებული იქნება სალიცენზიო საქმიანობის დაწყებამდე შეამოწმოს ფილიალის მიერ სალიცენზიო პირობების დაკმაყოფილების საკითხი.

იმ შემთხვევაში, თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ ფილიალი ვერ აკმაყოფილებს კანონით დადგენილ სალიცენზიო პირობებს, ლიცენზიის გამცემი უფლებამოსილი იქნება ლიცენზიის მფლობელს სალიცენზიო პირობების დაკმაყოფილებისათვის გონივრული ვადა განუსაზღვროს. ასეთ შემთხვევაში, სალიცენზიო პირობების დაკმაყოფილებამდე, ფილიალს საქმიანობის განხორციელების უფლება არ ექნება.

ამასთან, ფილიალის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევისას, საჯარიმო სანქციები და მათ შორის ლიცენზიის გაუქმება გამოყენებული იქნება ამ ფილიალის საქმიანობის ნაწილში და არ გახდება ზოგადად იურიდიული პირის ან სხვა ფილიალის მიერ საქმიანობის აკრძალვის საფუძველი.

კანონმდებლობით, სააღმზრდელო საქმიანობაში შედის საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა შემეცნებითი, ემოციური, ფიზიკური და ინტილექტუალური განვითარების სისტემურ ზრუნვასა და სადღეღამისო მომსახურების განხორციელებასთან. სააღმზრდელო საქმიანობის მიზანია, ბავშვის პიროვნული, ზნეობრივი, ინტელექტუალური უნარ-ჩვევების და ადაპტაციური ქცევის ჩამოყალიბება.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება