ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაში სოციალური სამრთლიანობის თემაზე ნოდარ დუმბაძის სახელობის სახელმწიფო ცენტრალურ საბავშვო თეატრში დღეს თემატური საღამო გაიმართება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებიდან აცნობეს, საღამო საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების და პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ორგანიზებით შედგება.
კერძო და საჯარო სკოლების პედაგოგები და უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლები, კლასიკოსი მწერლის, ვაჟა-ფშაველას შემოქმედების ერთ-ერთ მთავარ ლაიტმოტივს - სოციალური სამართლიანობის საკითხს და ამ თემაზე ვაჟას მოსაზრებებს განიხილავენ.
წარმოდგენილი იქნება პედაგოგების მიერ შემუშვებული თემები. მომხსენებელთა შორის ლიტერატურულ კონკურს "გალას" გამარჯვებული მიხო მოსულიშვილი იქნება, რომელიც "ვაჟა-ფშაველას" ბიოგრაფიული რომანის ავტორია. ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაზე იმსჯელებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი დავით წოწკოლაურიც.