ხათუნა კალმახელიძე ზუგდიდის მოსახლეობას შეხვდა

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი, ხათუნა კალმახელიძე მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროდან აცნობეს, ამჯერად მინისტრმა უწყების 2012 წლის 10 ძირითადი მიმართულება ზუგდიდის ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად დევნილებსაც გააცნო და ყურადღება უფასო იურიდიული დახმარების სერვისების გაზრდაზე გაამახვილა.

ხათუნა კალმახელიძის თქმით, საზოგადოებრივი ადვოკატები და კონსულტანტები, მოქალაქეებს, საჭიროების შემთხვევაში, ყველა სახის სამართლებრივ კონსულტაციას უფასოდ უწევენ, იურიდიული დოკუმენტების შედგენაში ეხმარებიან და სისხლის სამართლის საქმეებზე საადვოკატო მომსახურებას უზრუნველყოფენ.

ინტერაქტიულ შეხვედრაზე მინისტრმა ასევე პენიტენციური ჯანდაცვის მიმდინარე რეფორმაზე, პრობაციის სისტემაში დანერგილ სიახლეებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

იურიდიული დახმარების ადვოკატებმა შეხვედრაზე მყოფ მოქალაქეებს უფასო კონსულტაცია ადგილზე გაუწიეს.

მოსახლეობისთვის უფასო იურიდიული დახმარების სერვისების გაზრდა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს 2012 წლის 10 პრიორიტეტული მიმართულების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია.

სტეპან გრიგორიანი - ფაშინიანის პარტიამ არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება ვერ შეძლო, მაგრამ გაიმარჯვა, მთავრობის დაკომპლექტებისა და ევროპასთან ინტეგრაციული პროცესის გაგრძელების შესაძლებლობა ექნება
ქართული პრესის მიმოხილვა 08.06.2026
სოკარმა Italiana Petroli-ს შეძენის პროცესი დაასრულა
სილქ+ ახალ პაკეტებში ყველაზე პოპულარული მობილური პირობები გაერთიანდა
მსოფლიოში პირველი Rotana-ს მთის კურორტი გუდაურში აშენდება
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა