"ამერიკის პრეზიდენტის დღე" საქართველოშიც აღინიშნება. როგორც "ინტერპრესნიუსს" კომპანია "ლანგეითიდან" აცნობეს, დღეს ამერიკის მეგობართა კლუბი "ამერიკის პრეზიდენტის დღეს" კულტურული ღონისძიებით აღნიშნავს.
ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა შეერთებული შტატების პრეზიდენტების ფოტო-გამოფენა, ნაჩვენები იქნება დოკუმენტური ფილმი და გაიმართება საჯარო ლექცია, თემაზე: "ამერიკის პრეზიდენტი". ღონისძიებას ამერიკის საელჩოს წარმომადგენლები დაესწრებიან.
"ამერიკის პრეზიდენტის დღეს" შეერთებულ შტატებში 1782 წლიდან აღნიშნავენ. ამერიკელები ორ გამორჩეულ ლიდერს მიაგებენ პატივს: თებერვალში დაბადებულ პრეზიდენტებს ჯორჯ ვაშინგტონს და აბრამ ლინკოლნს. პრეზიდენტის დღე ფედერალურ დღესასწულად 1968 წელს გამოცხადდა. ის ტრადიციულად თებერვლის თვეში, მესამე კვირის ორშაბათ დღეს აღინიშნება.
ამერიკის მეგობართა კლუბი და ამერიკული საგანმანათლებლო ცენტრი "ლანგეითი" ამერიკულ დღესასწაულებს ტრადიციულად აღნიშნავს. ცენტრის მიზანია ორი ქვეყნის ხალხის კულტურათა დაახლოება.