მხოლოდ მეტრომანის მეშვეობით მგზავრობის საფასურის გადახდა სამარშრუტო ტაქსებშიც დაინერგება. მიკროავტობუსებში მთლიანად გადახდის საბარათო სისტემაზე გადასვლა თბილისის მერიის მოთხოვნაა. მგზავრები თანხას მეტრომანის ბარათზე ჩარიცხული თანხიდან დაფარავენ. მოსალოდნელი ცვლილება "ინტერპრესნიუსს" კომპანიაში "თბილისის მიკროავტობუსი" დაუდასტურეს.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, ახალი სისტემა მას შემდეგ ამოქმედდება, რაც ძველი მიკროავტობუსების ახლით შეცვლის პროცესი დასრულდება. კომპანია კი, პარკის განახლების დასრულებას გაზაფხულისთვის ვარაუდობს.
"თბილისის მიკროავტობუსის" პრესსამსახურის განმარტებით, დღეისთვის კომპანიას თბილისში 1200 მიკროავტობუსი ჰყავს შემოყვანილი, იგეგმება 3000-მდე მიკროავტობუსის შემოყვანა.
გადახდის საბარათე სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში მიკროავტობუსებში ფასდაკლება მგზავრებისთვის მხოლოდ 80-თეთრიან სამარშრუტო ტაქსებში იქნება. პირველი მგზავრობა 80 თეთრი, ხოლო მეორე 65 თეთრი იქნება. სოციალურად დაუცველები კი, 50%-იანი ფასდაკლებით ნებისმიერი მგზავრობის ღირებულების მქონე მიკროავტობუსებში ისარგებლებენ.
"როგორ გაკონტროლდება მიკროავტობუსებში მგზავრების მიერ ბარათებიდან თანხის გადახდა და რა ჯარიმები დაწესდება, ეს ჯერ გარკვეული არ არის. კომპანიაში ამაზე მუშაობენ", _ განაცხადეს კომპანიის პრესსამსახურში.
საბართე სისტემა უკვე მოქმედებს მუნიციპალურ ავტობუსებში.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"