თბილისში სათამაშოების მაღაზიის ახალი ქსელი "ბანა" გაიხსნა

თბილისში სათამაშოების მაღაზიის ახალი ქსელი "ბანა" გაიხსნა.

"ბანაში" ბავშვებს მათთვის იდეალური გარემო ხვდებათ, აქ მოსულ ნებისმიერ სტუმარს საშუალება აქვს გახსნას, ხელით შეეხოს და ითამაშოს მაღაზიაში წარმოდგენილი ნებისმიერი სათამაშოთი.

"ბანას" მაღაზიებში საგანგებოდ გამოყოფილია სათამაშო სივრცეები, სადაც ბავშვებს შეუძლიათ მათი საყვარელი გასართობი თოჯინო-ბანა, გასწრო-ბანა, დაჭერო-ბანა, ოჯახო-ბანა ითმაშონ", - აცხადებენ კომპანიაში.

მაღაზიების ქსელის ოფიციალურ გახსნასთან დაკავშირებით, ხვალ "ბანას" ცენტრალურ მაღაზიაში (ვაჟა-ფშაველას 26/ 28), სტუდია 1.2.3-ის აღსაზრდელები კონცერტს გამართავენ.

სათამაშოების ქსელში წარმოდგენილია სათამაშოები ნებისმიერი ასაკის ბავშვისთვის. მაღაზიაში იყიდება როგორც ცნობილი ბრენდების სათამაშოები, ასევე ნივთები, რომლებიც ბავშვების ინტელექტუალურ განვითარებას განსაკუთრებით უწყობს ხელს.

საბავშვო სათამაშოების ქსელში გაერთიანებულია სამი მაღაზია, რომლებიც მდებარეობს სავაჭრო ცენტრში GTC, ვაჟა-ფშაველაზე და ქეთევან წამებულის გამზირზე.

"ბრენდის კონცეფციიდან გამომდინარე, ჩვენს მაღაზიაში აქცენტი კეთდება ჩვენთვის ყველაზე მნიშნველოვან სტუმრებზე, ბავშვებზე. "ბანა" არღვევს სათამაშოების სფეროში არსებულ სტერეოტიპებს და ყველა ბავშვს აძლევს საშუალებას უკეთ გაიცნოს ის სათამაშო რომლის შეძენაც მას სურს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ სათამაშოს ყიდვა ბავშვისთვის სასიამოვნო და სადღესასწაულო მომენტად იქცეს. ამისთვის, გადავწყვიტეთ, რომ მაღაზიაშივე მოგვეწყო გასართობი სივრცეები ბავშვებისათვის. ამ წლის განმავლობაში ქსელის გაფართოება საქართველოს სხვადასხვა ქალაქებშიც იგეგმება", - აცხადებს "ბანას" წარმომადგენელი ნინა შელია.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა