"ოსკარის" დაჯილდოების ცერემონიის სამზადისი დასრულებულია

ლოს-ანჯელესში წლის ყველაზე მთავარი მოვლენის – ოსკარის 84-ე დაჯილდოების სამზადისი უკვე დასრულებულია. ცერემონიაში 3 300 სტუმარი მიიღებს მონაწილეობას. მათ შორის არიან მსახიობები, რეჟისორები, პროდიუსერები და სცენარისტები. წლის მოვლენას 700 ჟურნალისტი გააშუქებს. ტელეკომპანია "ეი-ბი-სი"-ს ცნობით, დაჯილდოების ცერემონიის ტრანსლირება მსოფლიოს 225 ქვეყანაში მოხდება. მოვლენის გასაშუქებლად ტელეკომპანიის 20 კამერა იმუშავებს.

ორგანიზატორები სტუმრებისა და მაყურებლებისთვის სხვადასხვა სახის სიურპრიზებს ამზადებენ. უკანასკნელი სამზადისი მიმდინარეობს სამზარეულოშიც. წლევანდელი ოსკარის მენიუში მთავარი კერძი შებოლილი ორაგულისგან დამზადებული ტარტალეტკები "ოსკარი", ქათმის ნამცხვარი ტრიუფელებით და სხვა გემრიელობები იქნება, რომელთა რაოდენობა 50-ს აღწევს.

აღსანიშნავია, რომ ბუქმეიქერებმა უკვე დაიწყეს ფსონების მიღება კინოფავორიტებზე. წლის საუკეთესო ფილმებს შორის ფსონების დადებით ფილმი "არტისტი" ლიდერობს.

ქუჩებს, რომლებიც "კოდაკის" თეატრისკენ მიდის, პოლიციის გაძლიერებული ქვედანაყოფები იცავენ.

დაჯილდოების ცერემონია, რომელსაც ბილი კრისტალი გაუძღვება, თბილისის დროით გამთენიისას, 04:00 საათზე დაიწყება.

ვალერი ჩეჩელაშვილი - რაც უფრო უკეთეს ხელშეკრულებას დადებ რუსეთთან, მით უფრო დიდია შანსი, რომ რუსეთი გარკვეულ ეტაპზე დაარღვევს - ერთადერთი გარანტიაა, თუ მასში მონაწილეობას მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მოთამაშეები მიიღებენ
ქართული პრესის მიმოხილვა 14.05.2026
„ვისოლის“ ბიუჯეტური ავტოგასამართი სადგურების ქსელი „ვიგო“ ქუთაისში 3 ობიექტს ხსნის
შპს „ქართული სადისტრიბუციო მარკეტინგული კომპანია“ „საოჯახო კალათის“ ინიციატივაში ერთვება
PSP-ს მხარდაჭერით Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi ჩატარდა
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს