ილია მეორე - ცოდვა უცხო სხეულია, ხორცმეტია, კიბოა და კიბოზე უარესია ადამიანის სულსა და სხეულზე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში შენდობის წესი შეასრულა.

როგორც პატრიარქმა ბრძანა, ადამიანები ერთმანეთთან ურთიერთობებში ხშირად სცოდავენ, ცუდს გაიფიქრებენ ან გააკეთებენ სხვისთვის, რაც ცოდვაა. "ცოდვა უცხო სხეულია, ხორცმეტია, კიბოა და კიბოზე უარესია ადამიანის სულსა და სხეულზე. ცოდვა არის მძიმე ტვირთი, რომელსაც ატარებს ისიც, ვინც ცუდს აკეთებს და ისიც, ვისაც უკეთებენ. ამიტომ ჩვენ უნდა მივიდეთ ერთმანეთთან და ვითხოვოთ პატიება", - განაცხადა უწმინდესმა, თუმცა, აღნიშნა, რომ ხშირია შემთხვევა, როდესაც პატიების თხოვნა და შენდობის აღება ჩვეულებრივი მოვლენაა.

პატრიარქის თქმით, თუ ადამიანი ადამიანს პატიებას სთხოვს, ეს იმას ნიშნავს, რომ ცოდვა, რის გამოც პატიების თხოვნა მოუხდა, აღარ უნდა გაიმეოროს. "განკითხვა არის უმძიმესი ცოდვა. წმინდა მამები ამბობენ, რომ საწყისი ცოდვა ადამიანის თვალია. თვალში შედის ცოდვის საწყისი და თუ ადამიანმა ცოდვას თვალი არ მოაცილა, შემდეგ ის გადადის გონებაში, გულში, სხეულში და უკვე გვიანია. ადამიანი ვარდება როგორც მოცელილი ყვავილი. მაგრამ უფალი მოწყალეა, ხედავს თავის ქმნილებას, უფალმა იცის, რა ძალა გაგვაჩნია, ამიტომ მოდის ჩვენთან და გვაყენებს, რის შემდეგაც იწმინდება ჩვენი გული, გონება, სხეული და ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი ცხოვრების გზას",- განაცხადა უწმინდესმა და დასძინა, რომ სწორედ ამიტომ დაიწერა საგალობელი "დავიღალე, დავიღალე, მოდი ჩემთან უფალო".

პატრიარქის განცხადებით, შენდობის წესი I საუკუნეში ეგვიპტეში დაწესდა, როდესაც მონასტრის მამები მარხვის გასატარებლად უდაბნოში მიდიოდნენ და მხოლოდ შემდეგ ბრუნდებოდნენ მონასტერში. "მიდიოდნენ და მიჰქონდათ აღდგომის საგალობლები, რადგან არ იცოდნენ, დაბრუნდებოდნენ თუ არა. ეს ქვეყანაც უდაბნოა და უდაბნოზე უარესი. სადაც ძლიერდება სული, იქ უდიდესი ბრძოლა იწყება, ამიტომ სულიერი ბრძოლების ნუ შეგეშინდებათ. უფალი გიხსნით და მოგცემთ ძალას. როგორი ადვილია ცოდვის ჩადენა და როგორი ძნელია სინანული", - აღნიშნა უწმინდესმა.

როგორც პატრიარქმა ბრძანა, ხშირია შემთხვევა, როცა სინანულისას ადამიანები ვინმეს ადანაშაულებენ და ავიწყდებათ, რომ მთავარია "განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვა". "დღეს ვაღიარებთ ცოდვებს. ვსცოდეთ წინაშე ღვთისა სიტყვით, საქმით და გონებით. უპირველეს ყოვლისა, მე ვსცოდე უფლისა და ჩემი ერის წინაშე. შემინდეთ და მაპატიეთ ჩემი ცოდვები", - ბრძანა უწმინდესმა და მრევლის წინაშე მუხლი მოიყარა.

შენდობის წესის შესრულება შენდობის ლოცვით დასრულდა, რომელიც ასევე პატრიარქმა წაიკითხა. უწმინდესის მიერ შენდობის წესის შესრულებას საქართველოს ყველა ეპისკოპოსი დაესწრო.

ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის