კანადაში დაკარგულ მარიამ მახნიაშვილთან დაკავშირებით ახალი ინფორმაციები ვრცელდება

კანადის ქალაქ ტორონტოში ადამიანის ცხედრის ნაწილები იპოვეს, რომელიც შესაძლოა, მარიამ მახნიაშვილი იყოს. თუმცა, როგორც ქართული ტელეკომპანიები იუწყებიან , ამ დრომდე დადასტურებული არ არის, ეკუთვნის თუ არა ტორონტოს ჩრდილოეთ ნაწილში ნაპოვნი ცხედრის ნაწილები მარიამ მახნიაშვილს.

პოლიცია დაკარგული ქართველის ოჯახს უკვე დაუკავშირდა. მარიამ მახნიაშვილის დედა სამედიცინო ექსპერტიზის პასუხებს ელოდება. ექსპერტიზის დასკვნამდე კი, კომენტარს არ აკეთებენ არც დაკარგულის დედა და არც - სამართალდამცველები.

ცხედრის ნაწილებს ტორონტოს სასამართლო სამედიცინო ცენტრში ექსპერტიზა უტარდება. გამოძიებას შემთხვევის ადგილზე ნაპოვნი ტანსაცმელიც აქვს. გარდაცვლილის იდენტიფიცირება დნმ-ის ანალიზით მოხდება. ჯერჯერობით ცნობილია მხოლოდ ის, რომ მსხვერპლი მდედრობითი სქესის არის.

წინასწარი ინფორმაციით, იდენტიფიცირებას ერთი კვირა დასჭირდება. კანადური არხების ცნობით, მარიამ მახნიაშვილის დედამ შემთხვევის ადგილზე ნაპოვნი ტანსაცმლის ნახვის სურვილი გამოთქვა, თუმცა ჩატარდა თუ არა ამოცნობის პროცედურა, ჯერ უცნობია.

17 წლის ქართველი, მარიამ მახნიაშვილი 2009 წლის 14 სექტემბერს ტორონტოს ფორესტ-ჰილის კოლეჯის ტერიტორიიდან დაიკარგა. მას 2 წელიწად-ნახევარია, ეძებენ.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება