საერთაშორისო ნორმებით და პრინციპებით პირს, რომელიც საქართველოს მოქალაქე არ არის პოლიტიკური აგიტაციის უფლება არ ეკრძალება. ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” საერთაშორისო სამართლის ექსპერტმა, მინდია უგრეხელიძემ განუცხადა.
მისი განმარტებით, ვენეციის კომისიის წინადადებებშიც არის მითითებული, რომ თუ პირი საქართველოში ცხოვრობს, თუნდაც არ იყოს საქართველოს მოქალაქე, საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის უფლება არ უნდა შეეზღუდოს.
”გამოხატვის თავისუფლება არ უნდა აეკრძალოს, რადგან ეს ევროპული კონვენციის დარღვევაა. თუმცა, რას იზამს ხელისუფლება მომავალში და შეუზღუდავს თუ არა წინასაარჩევნო აგიტაციაში ჩართვის უფლებას არ ვიცი. სულ არ არის გამორიცხული, რომ ხელისუფლება წავიდეს ისეთ რამეზე, რომელსაც არც ევროპა ითვალისწინებს, არც ვენეციის კომისია. ხელისუფლებას შეუძლია ეს არ გაითვალისწინოს იმიტომ, რომ ერთპარტიული პარლამენტი რასაც უნდა იმას გადაწყვეტს. ფორმალურად შეუძლიათ წინასაარჩევნო მარათონიდან ივანიშვილის ამ გზით გამოთიშვა. სამართლებრივად შეზღუდვა არ აქვს, მაგრამ პოლიტიკური საჭიროება ხშირად კარნახობს ადამიანებს ასე მოიქცნენ როდესაც დამფრთხლები არიან”, - განაცხადა უგრეხელიძემ.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"