გიორგი ჟუჟუნაშვილი - არავინ იცის, სირიაში ან ირანში განვითარებული მოვლენები ჩვენზე რამდენად აისახება

რუსულ პოლიტიკურ აზროვნებასა და პოლიტიკურ წრეებში "ევრაზიულობის", როგორც იდეოლოგიის გაჩენის საფუძვლებსა და მიზეზებზე, ევრაზიული კავშირის შექმნის პუტინისეულ გეგმაზე, ასევე იმაზე, სირიასა და ირანში გართულებული პროცესების ფონზე ევრაზიული კავშირის შექმნის რეალიზაციის ფარგლებში რა გეგმები შეიძლება ჰქონდეს კრემლს სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს მიმართ, "ინტერპრესნიუსი" ისტორიის დოქტორს, თსუ-ს პროფესორს, გიორგი ჟუჟუნაშვილს ესაუბრა.

- ბატონო გიორგი, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ კრემლში დაბრუნების შემდეგ, მისი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა რუსეთ-ბელორუს-ყაზახეთის საბაჟო კავშირის საფუძველზე ევრაზიული კავშირის შექმნაა. პუტინმა სსრკ-ს დაშლა გეოპოლიტიკურ კატასტროფად არაერთხელ შეაფასა და პოსტსაბჭოთა სივრცეზე მოსკოვის დომინირების ამბიციებს არ მალავს. რუსული პოლიტიკური აზროვნებისთვის ევრაზიული კავშირის იდეა ახალი არაა, რამდენადაც მახსოვს, იგი რუს "მედასავლეთეებსა"და "სლავიანოფილებს" შორის იდეურ-ინტელექტუალური დაპირისპირების პროდუქტია. თუმცა ახლა, როცა პუტინის ინიციატივით მოხდა მისი აქტუალიზაცია, უპრიანი იქნებოდა საზოგადოებისთვის შეგვეხსენებინა როგორც ამ იდეის გაჩენის მიზეზები და საფუძვლები, ისე ის, თუ რა მიზნების რეალიზაცია სურს კრემლს დღეს ევრაზიული კავშირის შექმნით?

- ნამდვილად საინტერესო თემაა. დასმულ კითხვაზე პასუხი უნდა გავყოთ ორ ნაწილად: ისტორიული ფონი და "ევრაზიელობის," როგორც იდეურ-პოლიტიკური მიმდინარეობის ჩამოყალიბებისა და განვითარების მიმოხილვა.

ცნობილი რუსი, თბილისის უნივერსიტეტის პროფესორის მ. პოლიევქტოვის (1920-1940 წლები) განმარტებით, ვინც ფლობს კავკასიის მთისწინეთს, იგულისხმება ვოლგასა და დონს შორის ტრამალები, ე.წ. "ყივჩაღთა ველი", იგი პრეტენზიას აცხადებს მთელი კავკასიის ფლობაზე. მართლაც, რუკაზე დაკვირვებისას ძნელი მისახვედრი არაა, თუ რატომ ისწრაფის ჩრდილოელი მეზობელი სამხრეთისკენ და რატომაა მისთვის სამხრეთ კავკასიაში დომინირება საკუთარი თავის რეალიზების ერთ-ერთი მთავარი მიმართულება. სწორედ აქედან იწყებოდა რუსეთისთვის "აღმოსავლური პოლიტიკის" წარმოება. ოქროს ურდოს "მემკვიდრე" რუსეთის პირველი მეფე, ივანე მრისხანე (1530-1884 წლები), ყაზანის სახანოს 1552 წელს დაპყრობისა და ასტრახანის სახანოს 1556 წელს დაპყრობის შემდეგ, იმთავითვე აქტიურად ებმება "აღმოსავლეთში" პირველობისთვის ბრძოლაში. სწორედ გეოგრაფიულად უპირატესი მდგომარეობის, ასევე ერთმორწმუნეობის გამო უკავშირდებიან ქართველი პოლიტიკოსები ახლად გამეზობლებულ ქვეყანას.

ამ დროიდან მოყოლებული, კავკასიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება: რუსეთის იმპერია "ჩრდილოეთი-სამხრეთის" (ზოგჯერ პირიქით) ვექტორის ათვისების შემდეგ, "დასავლეთი-აღმოსავლეთის" ვექტორის აღმოსავლეთით განვითარების საფუძველზე ჩამოყალიბდა. თუ დავაკვირდებით რუსეთის ისტორიის განვითრების ძირითად ეტაპებს, მოგვიწევს დავეთანხმოთ მ.პოლიევქტოვს, რომ ბალტიის ზღვაზე, ანუ ევროპისაკენ წარმატებები ყოველთვის სამხრეთში, კავკასიის მიმართულებით წარმატებებს უკავშირდება. კავკასიას, კონკრეტულად ამიერკავკასიას და უფრო კონკრეტულად საქართველოს, რუსეთისთვის ყოველთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა. რუსეთი სამხრეთისკენ სრულმასშტაბიანი ექსპანსიის განხორციელებას მას შემდეგ იწყებს, რაც დაიკავა ქართლ-კახეთის სამეფო.

ამ აზრის დასტურად მოვიხმობ მიხეილ გორბაჩოვის მრჩევლის, ანატოლი ჩერნიაევის დღიურიდან ჩანაწერს. 1989 წლის 16 აპრილს თბილისში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით იგი წერდა: "საქართველო - ეს იღბალია, უფრო ზუსტად ბედის ნიშანი. თუკი ქრისტიანი და რუსებისთვის საყვარელი ხალხიც გარბის საბჭოთა კავშირის შენადგენლობიდან, ეს რაღაცას ნიშნავს? ეს არ არის ბალტიისპირეთი, სადაც ყველაფერი ნათელია. რაღა დაგვრჩენია, ან ოკუპაცია და შესაბამისად კვლავ "იმპერიის" აღდგენა, ან ფედერაცია კონფედერაციის პრინციპებზე".

რაც შეეხება "ევრაზიელობას", ეს იდეური მიმდინარეობა ყალიბდება მე-20 საუკუნის 20-იან წლებში რუს ემიგრანტთა შორის, როგორც რეაქცია ბოლშევიკურ გადატრიალებაზე. ამ მიმდინარეობის ფესვები უნდა ვეძიოთ მე-19 საუკუნის 30-იან წლებში ჩამოყალიბებულ "ოფიციალურ ხალხურობის თეორიაში", რამაც შემდგომი განვითარება "მედასავლეთეობასა" და "სლავოფილთა" იდეურ ჭიდილში ჰპოვა.

ევრაზიელთა მოსაზრებით, რუსეთი არც ევროპაა და არც აზია. ეს არის განსაკუთრებული ქვეყანა - კონტინენტი, რომელშიც ევროპა ჭარბობს აზიას, თუმცა ევროპული საწყისები ყოველთვის პოზიტიურ როლს არ თამაშობს მის განვითარებაში.

თანამედრო "ევრაზიელობა" ვითარდება მე-20 საუკუნის 80-იანი წლების ბოლოდან და მოიცავს 5 ძირითად მიმართულებას: გვიანი, ნეო, მემარცხენე, აკადემიური და მემარჯვენე-კონსერვატორები. რუსი "ევრაზიულობის" ყველაზე უფრო რეაქციულ მემარჯვენე-კონსერვეტორების იდეური ხელმძღვანელი დღეს ალექსანდრე დუგინია.

"ევრაზიელები" ძირითდად მუშაობენ ანტიმონდიალურ, ანტიატლანტურ, ევრაზიული სისტემის ცალკე არსებობის მოდელებზე. მათი აზრით, რუსეთმა ჩრდილო ევრაზიის სივრცეში ყველა შემთხვევაში უნდა შეინარჩუნოს წონასწორობის გარანტორის ფუნქცია. პარტნიორების შერჩევისას კი უნდა იხელმძღვანელოს არა მარტო კონკრეტული პოლიტიკური ვითარებით, არამედ ისტორიული წარსულის, დღევანდელი და მომავალი გეოპოლიტიკური და გეოსტრატეგიული ინტერესებითაც.

ერთი სიტყვით, "ევრაზიელობას," როგორც იდეურ-პოლიტიკურ მიმდინარეობას, აქვს პრეტენზია იქცეს რუსეთისთვის ახალ იდეოლოგიად. ამ იდეების ნათელი გამოხატულებაა პუტინის მიერ ინიცირებული ახალი ეკონომიკური გაერთიანება.

- რუსმა პოლიტოლოგმა და პრეზიდენტის საზოგადოებრივი საბჭოს წევრმა ფეოდორ ლუკიანოვმა სტატიაში "იმპერია უკუღმა" ასეთი მოსაზრება გამოთქვა - "ევრაზიული კავშირის პარადოქსი იმაშია, რომ მისი მიზანი არა ევრაზია, არამედ უკრაინაა. არა სსრკ-2, არამედ ე.წ. "სლავიანურობაა". ანუ, კრემლის მიზანი ევრაზიულ კავშირში უკრაინის შეყვანაა. სულაც არაა გამორიცხული, რომ მოსკოვს ევრაზიულ კავშირში ჯერ ეკონომიურად მიმზიდველი უკრაინის შეყვანა სურდეს, ხოლო შემდეგ სსრკ-ს სხვა რესპუბლიკების. კიევი ევრაზიულ კავშირში შესვლაზე ფეხს ითრევს. თქვენი აზრით, რამდენად სავარაუდოა, რომ უკრაინა ევრაზიულ კავშირში აღმოჩნდეს?

- მე ერთ-ერთ სტატიაში "უკან მომავალში" მივუთითებდით, რომ ევრაზიელობა საინტერესო იდეოლოგიური საფუძველია ახალი გაერთიანებისთვის, სადაც აქცენტები გადატანილია ეკონომიკურ პრობლემებზე. პუტინის განცხადებით, ახალი გაერთიანების საფუძველი უნდა იყოს ნებაყოფლობითი ეკონომიკური და, აქედან გამომდინარე, სხვა სახის კავშირები, რომ მთავარია ამ ერთიანობის ნიადაგზე ევრაზია გადაურჩეს მსოფლიო ეკონომიკურ კატაკლიზმებს.

სინამდვილეში კი, ყველასთვის ცხადია, თუ რას გულისხმობს ეს გაერთიანება და რამდენად მომგებიანია იგი ახლანდელი თუ მომავალი წევრებისთვის. რუსეთის ხვედრითი წილი მსოფლიო ეკონომიკაში არ აღემატება 3%-ს, შესაბამისად, სკეპტიკოსები ვერაფერს კარგს ვერ წინასწარმეტყველებენ მომავალი გაერთიანების ეკონომიკური მაჩვენებლების თაობაზე. აქედან გამომდინარე, სარგებელი გაერთიანებაში შემავალი წევრებისთვისაც საეჭვოა. თუ გავითვალისწინებთ რუსეთის სახელმწიფოს ექსპანსიურ ბუნებასაც, შესაძლო პერსპექტივები, ნაკლებ სახარბიელოა.

მაგალითად, ყაზახეთი, რომელიც რუსეთის ტერიტორიის მეათედს შეადგენს, მოსახლეობითაც ნაკლები სიმჭიდროვით გამოირჩევა და რომლის ეკონომიკაც ძირითადად ნედლეულის (ნავთობი, ძვირფასი ლითონები, ქვანახშირი) გატანაზეა ორიენტირებული, რუსეთთან და ბელორუსთან ერთად ერთიან ეკონომიკურ სივრცეში ჩართვის შემდეგ, ძირითადად მხოლოდ რუსული საქონლის გასაღების ბაზრად იქცა, რადგან პროტექციონისტული პოლიტიკის წყალობით, ყაზახეთში სხვა ქვეყნებიდან საქონლის შემოტანა აიკრძალა.

რაც შეეხება თანამედროვე უკრაინას, "ევრაზიელთათვის" იგი რა თქმა უნდა, "გემრიელი ლუკმაა". უკრაინა გეოგრაფიულადაც ევრაზიული სივრცის ლოგიკური გაგრძელებაა, მაგრამ სიტუაცია მასთან მიმართებაში განსხვავებულია. ჯერ ერთი, უკრაინაში საერთო სლავურ წარმოშობაზე აპელირება არაპოპულარულია. "ევრაზიელობაში" იდეურად არ მოიაზრება ცალკე სლავი, ცალკე მართლმადიდებელი, ცალკე მუსლიმი და სხვა. ბოლო პერიოდში უკრაინელებმა საკუთარი ქვეყნის სახელისადმი დამოკიდებულება შეცვალეს. თუ მანამდე ამბობდნენ "на Украину", რაც სიტყვა-სიტყვით განაპირა, რუსეთისგან განაპირა მხარეზე მიუთითებდა, დღესდღეობით ცდილობენ დაამკვიდრონ გამოთქმა "в Украину". ასევე გასათვალისწინებელია ორი პრეზიდენტის განცხადება - იანუკოვიჩი ჩიოდა – "ძალას მატანენ და მაინც არ შევალ ახალ გაერთიანებაშიო," ხოლო პუტინმა განაცხადა – "მეორე მსოფლიო ომს უკრაინელების გარეშეც მოვიგებდითო." ერთი სიტყვით, ევრაზიულ კავშირში უკრაინის გაწევრიანებასთან დაკავშირებით სიტუაცია მთლად გარკვეული არაა.

წინააღმდეგობის სათავე უნდა ვეძებოთ იმაში, რომ უკრაინა სულმოუთქმელად ესწრაფის ევროკავშირის და არა მარტო ევროკავშირის წევრობას აქედან გამომდინარე ყველა პერსპექტივის გათვალისწინებით. მართალია, რუსეთს აქვს უკრაინაზე ზემოქმედების გარკვეული ბერკეტები, მაგრამ ამ საკითხში მთავარი სიტყვა მაინც დასავლელ პარტნიორებს ეკუთვნით. საუბარია იმაზე, თუ რამდენად "გაიმეტებს" დასავლეთი უკრაინას "ევრაზიელობისთვის". ალბათ, ამ კუთხით საინტერესო მოვლენები წინ გველის.

- სხვა საკითხია, თუ რამდენად რეალიზებადია პუტინის ევრაზიული კავშირის იდეა და აქვს თუ არა დღევანდელ რუსეთს მისი შექმნის ეკონომიკური რესურსი, მაგრამ თუ ევრაზიული კავშირის იდეასთან დაკავშირებით თქვენს მიერ მოხმობილ ისტორიას გავითვალისწინებთ, საქართველოს ევრაზიული კავშირის ნაწილად მოაზრების საფუძველი არ უნდა არსებობდეს. იმის გათვალისწინებით, რომ ევრაზიულ კავშირთან საქართველოს დამოკიდებულების საკითხი სულ უფრო მეტ აქტუალობას შეიძენს, კითხვას პირდაპირ დავსვამ - თქვენი აზრით, რატომ არაა საქართველოს ადგილი ევრაზიულ კავშირში?

- თანამედროვე ეტაპზე ამიერკავკასიის ორი ქვეყანა - საქართველო და აზერბაიჯანი მსოფლიო გეოპოლიტიკური პროექტების აქტიური მონაწილეა. ევრაზიული ეკონომიკური პროექტი მათთვის წამგებიანია იმ თვალსაზრისით, რომ დაკარგავენ მნიშვნელოვან, როგორც ეკონომიკურ, ისე პოლიტიკურ მხარდაჭერას. ამასთან ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ ქვეყნების მესვეურები თავად განკარგავენ ქვეყნის სიმდიდრეს და რუსეთისადმი ხისტი, მკვეთრი პოლიტიკის გამო, დასავლელი პარტნიორებისგან მნიშვნელოვან დივიდენდებს იღებენ. თუ მსოფლიო პოლიტიკის საჭადრაკო დაფაზე რაიმე არ შეიცვალა (1801, 1921 წლები), ცხადია, აზერბაიჯანი და საქართველო სულაც არ აპირებენ ამ პრივილეგიების დათმობას.

რაც შეეხება სომხეთს, ეს განსაკუთრებული შემთხვევაა. რუსეთი სომხეთის უსაფრთხოების ძირითადი გარანტორია. რასაკვირველია, სომხეთს ევრაზიულ კავშირში შესვლა უნდა, მაგრამ არ შეუძლია, ძირითადად, რუსეთთან საერთო საზღვრის არქონის გამო.

- ძნელი სავარაუდოა, როგორ განვითარდება პროცესები სირიაში ან ირანში და ამის ფონზე რა გეგმები შეიძლება ჰქონდეს რუსეთს სამხრეთ კავკასიასთან და კერძოდ, საქართველოსთან მიმართებაში. ხომ არ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სირიის საკითხში მოსკოვის პოზიციის სერიოზული ცვლილება დაკავშირებული იყოს სამხრეთ კავკასიაში კრემლის გეგმებთან?

- დღევანდელი სიტუაცია რუსეთისთვის, რა თქმა უნდა, არახელსაყრელია: სსრკ-ს დაშლის შემდეგ მან ერთი პირობა ყველა ბერკეტი დაკარგა და ყველანაირად ცდილობდა სტატუს ქვოს შენარჩუნებას. "ევრაზიელთა" იდეოლოგიის ძირითადი ნაწილი სწორედ ამ თემაზეა აგებული, რომ მინიმალური დანაკარგებით უნდა გაუძლონ კრიზისს, მოიკრიბონ ძალები და გადავიდნენ შეტევაზე.

მართალია, ახალი გაერთიანების ჩამოყალიბების არეალად სახელდება ევრაზიის ჩრდილოეთი ნაწილი, ჩრდილო ყინულოვან და წყნარ ოკეანეებს შორის მდებარე ტერიტორიები, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას (ვინც იცნობს დუგინის ნაშრომებს, აუცილებლად დამეთანხმება), რომ ვინმემ რუსეთის პოლიტელიტაში უარი თქვა "თბილი ზღვებისკენ" ლტოლვაზე. ამ გზაზე კი კავკასია ძევს.

რუსეთი აუცილებლად შეეცდება ნებისმიერ საბაბით დანაკარგის კომპენსირებას. თავის დროზე ბალკანეთზე მიმდინარე პროცესებმა "კბილი მოგვჭრა", კოსოვოს რუსული სცენარი აფხაზეთში გათამაშდა. ახლა კიდევ არავინ იცის სირიაში, ან ირანში განვითარებული მოვლენები ჩვენზე რამდენად აისახება. ვიმეორებ, ამ თვალსაზრისით, სამწუხარო გამოცდილება გვაქვს.

კობა ბენდელიანი

”ინტერპრესნიუსი”

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა