იახტის ჩაძირვის შედეგად დაკარგული საქართველოს მოქალაქეების შესახებ კვლავ არაფერია ცნობილი

კანადასთან იახტის ჩაძირვის შედეგად დაკარგული საქართველოს სამი მოქალაქის შესახებ კვლავ არაფერია ცნობილი. "ინტერპრესნიუსი" ერთ-ერთი დაკარგულის ,ნიკოლოზ თიგიშვილის მამას დაუკავშირდა. როგორც ჯემალ თიგიშვილმა აღნიშნა, ოჯახი ცდილობს, კერძო მაშველები იქირაოს, თუმცა ეს ჯერ ვერ ხერხდება.

"სიზმარში ვნახე, ფაცხაში ვარო, მეუბნებოდა. ძებნას ვერ ვაგრძელებთ. საქართველოს ხელისუფლებას ვთხოვეთ, დაგვხმარებოდა. გვითხრეს, ოფიციალურად ნოტა უკვე წარვადგინეთო, თუმცა კერძო სამძებრო სამუშაოების ჩასატარებლად არ დაგვაფინანსეს", - აღნიშნა ჯემალ თიგიშვილმა.

კანადასთან, 27 მარტს, იახტის ჩაძირვის შედეგად საქართველოს მოქალაქე თენგიზ მოწონელიძე დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, დაკარგულები არიან ხაშურში მცხოვრები 35 წლის გოჩა გოთონელია და 36 წლის ზაზა ლაცაბიძე, ასევე, თბილისელი, 32 წლის ნიკოლოზ თიგიშვილი.

ამასთან, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო კალანდაძემ 9 აპრილს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ქართულ მხარეს კანადაში სამძებრო სამუშაოების განახლების ბერკეტები არ გააჩნია. მისი თქმით, საქართველოს საელჩო აქტიურად მუშაობს, რომ სამძებრო სამუშაოების განახლებასთან დაკავშირებით ოფიციალურ ორგანოებთან შუამავლობა გაუწიოს დაკარგულთა ოჯახის წევრებს. თუმცა, კალანდაძის განცხადებით, ქართული მხარის შესაძლებლობები ძალიან შეზღუდულია.

"ეს არის კანადის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. მათ ობიექტურ საფუძველზე განგვიცხადეს, რომ შეწყვიტეს ძებნა. სამწუხაროდ, ჩვენი ბერკეტი არ გვაქვს, გარდა იმისა, რომ მათ ვთხოვოთ განაახლონ სამძებრო სამუშაოები", - განაცხადა ნინო კალანდაძემ.

დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება