~საქართველო და უკრაინა ნატო-ს წევრები აუცილებლად გახდებიან. სწორედ ეს არის პასუხი. დღევანდელ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ განვიხილეთ ალიანსის გუშინდელი გადაწყვეტილება. კომუნიკეში ღიად ჩაიწერა, რომ უკრაინა და საქართველო ნატო-ს წევრები გახდებიან და ეს აშკარაა. დეკემბერში საგარეო საქმეთა მინისტრები პირველ შეფასებას გააკეთებენ. აქვთ თუ არა რუსებს ალიანსის გადაწყვეტილებაზე ვეტო-ს დადების უფლება? ამ შეკითხვაზე,; რომ გიპასუხოთ მსგავსი მიზეზი არა არსებობს, თუმცა არსებობს კრიტერიუმები. დაველოდოთ დეკემბერში საგარეო საქმეთა მინისტრების შეფასებას~, - განაცხადა სხეფერმა.
ვიქტორ იუშნეკო ალიანსის გუშინდელ გადაწყვეტილებას მნიშვნელოვანს უწოდებს.
"მე ვაფასებ ნატო-ს გუშინდელ გადაწყვეტილებას. კომუნიკეში ჩაიწერა, რომ უკრაინა ნატო-ს წევრი აუცილებლად გახდება. უკარინა არ არის ცივი ომის პროდუქტი. უკარაინა სუვერენული სახელმწიფოა, მას აქვს უფლება თავად აწარმოოს საკუთარი თავდაცვის პოლიტიკა. ეს პოლიტიკა კი ნატო-ს პრინციპებს შეესაბამება", - განაცხადა ვიქტორ იუშენკომ.
ბუქარესტში ბოლო შეხვედრები დღეს უკარაინამ და რუსეთმა გამართეს.