თბილისის იმუნიზაციის ცენტრს ყოველდღიურად ძაღლის მიერ დაკბენილი 15-20 პაციენტი აკითხავს. როგორც "ინტერპრენსიუსს" იმუნიზაციის ცენტრის წარმომადგენელმა ბადრი ბაზაევმა განუცხადა, ძაღლის მიერ ადამიანების დაკბენის ფაქტები ხშირია, თუმცა გასული წლებთან შედარებით შემთხვევათა რაოდენობა არ გაზრდილა. 2011 წელს ძაღლების მიერ დაკბენის გამო, იმუნიზაციის ცენტრს ანტირაბიული ვაქცინაციის ჩასატარებლად ათას ხუთასმა პაციენტმა მიმართა.
"მარტო ჩვენ სამსახურს გასული 1 წლის განმავლობაში 1500-მა" მოქალაქემ მიმართა, რომლებსაც ძაღლებმა უკბინეს. მათ ანტირაბიული ვაქცინაცია ჩაუტარდათ. თუმცა შემთხვევათა რაოდენობა უფრო მეტია. სრული სტატისტიკა დაავადებათა კონტროლის ცენტრს აქვს",-განაცხადა ბადრი ბაზაევმა.
სტატისტიკის თანახმად, დაზარალებულთა უმრავლესობას სახლში მყოფი ძაღლები კბენენ.
2011 წელს თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ცოფის დიაგოზით 2 პაციენტი დაიღუპა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"