გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში სტუდენტთა უნივერსიტეტთშორისი სამეცნიერო კონფერენცია მიმდინარეობს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ქეთევან აფციაურმა განუცხადა, უნივერსიტეტს გეზი აქვს აღებული სამეცნიერო საქმიანობაზე.
"ძალიან გვინდა, რომ ყველა ჩვენი სტუდენტი საბაკალავრო სწავლების საფეხურზე მიეჩვიოს სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობას და, ზოგადად, თემებზე მუშაობას", - აცხადებს აფციაური.
მისივე თქმით, წლევანდელ კონფერენციაში მონაწილეობენ 8 უნივერსიტეტის - გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის, სასწავლო უნივერსიტეტი სეუ-ს, საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტისა და გორის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები.
ქეთევან აფციაურის განცხადებით, სტუდენტების წახალისების მიზნით კონფერენციის დასრულების შემდეგ გაიცემა სერთიფიკატები სამ ნომინაციაში: საუკეთესი კვლევითი ნაშრომი, ორიგინალური კვლევა და საუკეთესო პრეზენტაცია.
კონფერენცია დღეს 10.00 საათზე გაიხსნა და 19.00 საათზე დასრულდება.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"