ბიძინა ივანიშვილი - ქურდული მენტალიტეტი არასოდეს დაბრუნდება, მაგრამ ისინი არც ქურდად მომჯდარმა ხელისუფალმა უნდა ჩაანაცვლოს

საქართველოში ქურდული მენტალიტეტი არასოდეს დაბრუნდება, მაგრამ ისინი არც ქურდად მომჯდარმა ხელისუფალმა უნდა ჩაანაცვლოს, - ამის შესახებ, "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ქუთაისში გამართულ აქციაზე განაცხადა.

მისი თქმით, წესრიგი მოაქვს სამართალს და სამართლიანობას, უსამართლობისა და ძალმომრეობით დამყარებულ წესრიგში კი, ერთ მოძალადეს მეორე ცვლის. ივანიშვილის განცხადებით, ქუთაისი ის ქალაქია, სადაც ხალხმა საკუთარ თავზე გამოსცადა, თუ რას ნიშნავს კრიმინალებისა და კანონიერი ქურდების მიერ დამყარებული წესრიგი. მან "სრული პასუხისმგებლობით" განაცხადა, რომ ეს დრო არც ქუთაისში და არც საქართველოში, აღარასოდეს დაბრუნდება.

"ჩვენ არც იმას დავუშვებთ, რომ "კანონიერი ქურდი" ქურდად მომჯდარმა ხელისუფალმა ჩაანაცვლოს", – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა და დასძინა, რომ კრიმინალების დროს პატიოსან მოქალაქეს იმის იმედი მაინც რჩება, რომ სახელმწიფო მოძლიერდება და აღკვეთავს უკანონობას, მაგრამ როცა სახელმწიფო იქცევა როგორც ავაზაკთა ბანდა, გაცილებით საშიში და დამანგრეველია ქვეყნისთვის.

"დიახ, ჩვენ მოვალათ და დავამყარებთ წესრიგს და ეს წესრიგი იქნება დემოკრატიაზე, სამართლის უზენაესობაზე და ადამიანის ღირსებაზე დამყარებული წესრიგი", – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

იხილეთ ვიდეო: არ დავუშვებთ, კანონიერი ქურდი ქურდად მომჯდარმა ხელისუფალმა ჩაანაცვლოს - ბიძინა ივანიშვილი

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ