ქობულეთის პარკ "ციცინათელას" ადმინისტრაციაში სოდ-ი შევიდა

ამ წუთებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტი ქობულეთის შესასვლელში მდებარე გასართობ პარკ "ციცინათელას" ადმინისტრაციაშია შესული.

როგორც "ინტერპრესნიუსის" რეგიონული კორესპონდენტი აჭარიდან იუწყება, ამ დროისთვის დადასტურებულია, რომ სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტი "ციცინათელაში" იმყოფება. პარკი "ციცინათელა" მართვის უფლებით კომპანია "ელიტა ბურჯს" აქვს აღებული.

კომპანია "ელიტა ბურჯის" სახელი კონტროლის პალატამ ბიძინა ივანიშვილს დაუკავშირა და ამ კომპანიის რესურსების გამოყენების მიზეზით კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერი 11 მილიონ ლარზე მეტით დააჯარიმა.

ივანიშვილი ამ კომპანიის რესურსების გამოყენებით, "ქართული ოცნებისთვის" 239 ავტომობილის შეღავათებით მიქირავებაში დაადანაშაულეს, რაც კონტროლის პალატის მტკიცებით, ივანიშვილის საარჩევნო მიზნებს ემსახურებოდა.

”ციცნათელა” მართვაში აქვს ”მენჯმენტ სერვისს”,  რომელსაც კონტროლის პალატა ასევე ბიძინა ივნაიშვილის სახელს უკავშირებს.

გიორგი ბილანიშვილი - საქართველო მარტო, პარტნიორების გარეშეა დარჩენილი, ისეთი მცირე ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ეს არის განსაკუთრებით არასახარბიელო მდგომარეობა
ქართული პრესის მიმოხილვა 23.04.2026
„ვისოლმა“ ახალი კამპანია - „გზა შენია“ წამოიწყო
PSP-ს კამპანიის „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში პირველი YouTube ბიზნესშოუ იწყება
BTU-ს სტუდენტმა George Washington University-ს სტარტაპ კონკურსში პირველი ადგილი მოიპოვა
„გორგიამ“ და „გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდმა“ დეკორატიული მებაღეობის საგანმანათლებლო პროგრამის შექმნის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს
„მაქრო სითი თბილისი" – მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი ნოე რამიშვილის ქუჩაზე