მაღაზიათა ქსელ "ფოკანის" საერო მიმართულების ხაზის დახურვის მიზეზად რესტრუქტურიზაცია სახელდება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" "ფოკანის" დამფუძნებელმა, დავით კაკაბაძემ განუცხადა, "ფოკანის" საერო მიმართულების ხაზის დახურვის მიზეზია რესტრუქტურიზაცია.
მისი თქმით, "ფოკანის" საეკლესიო მიმართულება, რომლის დამფუძნებელიც ფოკის წმინდა ნინოს დედათა მონასტერთან ერთად თავადაც არის, არ იხურება და მუშაობა მხოლოდ სამმა მაღაზიამ შეწყვიტა.
"ეს არის ჩვეულებრივი ბიზნეს პროცესი. რესტრუქტურიზაციის გამო ამ მაღაზიებს ჯერჯერობით ვხურავთ. ეს შეიძლება ეხებოდეს რებრენდინგს, ახალი პროდუქციის შექმნას, ეკონომიკურ მდგომარეობას, ეს უკვე ჩვენი საქმეა", - განაცხადა კაკაბაძემ.
მისივე თქმით, სამკაულების ხაზის ერთ-ერთი მეწილეა ასევე ლევან ვასაძე, თუმცა იგი ბიზნესის ერთპიროვნული მფლობელი არ არის.
"ეს არ არის ლევან ვასაძის ბიზნესი. იგი არის ერთ-ერთი მეწილე საერო მიმართულების ხაზისა", - განაცხადა კაკაბაძემ.
"ფოკანის" დახმარების სურვილი კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა 29 ივნისს, ტელეკომპანია "მაესტოს" ეთერში ჟურნალისტის კითხვაზე პაუხისას გამოთქვა.
"მე დახმარება მინდა. ლევანი ძალიან სიმპათიური პიროვნებაა, როგორც იცით, ძალიან ბევრ კარგ საქმეს აკეთებს ჩვენს ქვეყანაში და ძალიან საინტერესო კაცია. ბანკში იყო საუბარი, ჩემთან რაღაც ხმები მოვიდა და მე სურვილი გამოვთქვი, რომ თუ საჭიროა კომპანიას შეიძლება დავეხმაროთ, მაგრამ ყიდვის სურვილი ჩვენ არ გვაქვს", - განაცხადა ივანიშვილმა.
"ფოკანის" სახელოსნოები ქართული მინანქრისა და ოქრომჭედლობის უძველესი ტრადიციების აღდგენის მიზნით, საქართველოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორეს ლოცვა-კურთხევით, ფოკის წმინდა ნინოს დედათა მონასტრის ძალისხმევითა და დავით კაკაბაძის ხელმძღვანელობით დაარსდა. თავდაპირველად, "ფოკანი" მხოლოდ საეკლესიო ნაკეთობებს აწარმოებდა. მომდევნო წლებში პროდუქციის ხაზი გაფართოვდა და სახელოსნომ სამკაულების, მოზაიკის, კერამიკისა და ტიხრული მინანქრის ნაკეთობების დამზადება დაიწყო.
2010 წელს "ფოკანი" მსოფლიოს იმ საიუველირო კომპანიების რიგებში ჩაირიცხა, რომლებიც კარლ ფაბერჟეს მემორიალური ფონდის წევრები არიან.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"