კონსტიტუციის ქუჩაზე მდებარე შენობაში შესახლების მსურველი დედები იქ მცხოვრებ დევნილთა საკითხის გადამოწმებას ითხოვენ

კონსტიტუციის ქუჩა #2-ში მდებარე შენობაში შესახლების მსურველი მრავალშვილიანი დედები ამ შენობაში მცხოვრები დევნილების საკითხის გადამოწმებას ითხოვენ .

როგორც "ინტერპრესნიუსს" ერთ-ერთმა დედამ, მარინა გეგეჭკორმა განაცხადა, უნდა მოხდეს გადამოწმება, თუ როგორ არის ეს ფართები დევნილებზე გადანაწილებული. ისინი ამბობენ, რომ უმეტესობა ამ შენობაში გაქირავებულია, ზოგი კი დაგირავებულია. შესაბამისად, მათ მიაჩნიათ, რომ დევნილების პრეტენზიები, რომ მათ სურთ გაფართოება და ისინი ვერ ახერხებენ სივიწროვეში ცხოვრებას, აბსურდულია. აღნიშნულ შენობაში დევნილები 1993 წლიდან ცხოვრობენ. შენობის პირველ სართულზე სტომატოლოგიური კლინიკა იყო განთავსებული, რომელიც ცოტა ხნის წინ გადავიდა და ფართი გათავისუფლდა. ამის შემდეგ მრავალშვილიანმა დედებმა, რომელთა შვილების უმეტესობა "მომავლის სახლში" და "მომავლის გზაში" ცხოვრობენ და არ აქვთ საცხოვრებელი ფართები, აღნიშნულ შენობაში შესვლის გადაწყვეტილება მიიღეს.

სულ იქ მივიდა 12 დედა. თუმცა, როგორც ისინი ამბობენ, 17.00-18.00 საათისთვის, როდესაც ისინი შენობაში შევიდნენ, დევნილებმა პოლიცია გამოიძახეს და პოლიციელებმა და დევნილებმა ისინი ძალადობის გზით გაყარეს შენობიდან.

თავად დევნილები კი ამბობენ, რომ ამ შენობაში 76 ოჯახია რეგისტრირებული დევნილთა და განსახლების სამინისტროში, თუმცა, 1993 წლიდან ოჯახების უმეტესობა გამრავლდა და რეალურად შენობაში უკვე 110 ოჯახი ცხოვრობს. დევნილები უარყოფენ, რომ იქ ვინმეს ფართები გაქირავებული ან გაგირავებული ჰქონდეთ, თუმცა, იქ იმყოფება რამდენიმე ადამიანი, რომელიც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას ამბობს, რომ ამ შენობაში ქირით ცხოვრობენ.

დევნილების განცხადებით, ერთ ოთახში 7-8 სული ცხოვრობს და ამიტომ, მას შემდეგ, რაც ფართი გათავისუფლდა, მათ გაფართოების იმედი მიეცათ. დევნილები ასევე აცხადებენ, რომ გუშინ მათთან შესახვედრად იყო მათი მაჟორიატარი დეპუტატი ანდრო ალავიძე, რომელიც დევნილებს საკითხის შესწავლის და პრობლემის მოგვარებას დაჰპირდა. ასევე, დევნილებმა მიიღეს მისგან დაპირება, რომ ფართის დაკანონების პროცესში დეპუტატი მათ გაარკვევდა და დაეხმარებოდა.

ჯერჯერობით თავშესაფარში მცხოვრები ბავშვების დედებს აღნიშნული ტერიტორია არ დაუტოვებიათ. ადგილზე კვლავ მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება