თსუ-ს არქეოლოგებმა კასპის რაიონში გრაკლიან გორაზე სენსაციური აღმოჩენა გააკეთეს

თსუ-ს არქეოლოგებმა კასპის რაიონში, გრაკლიან გორაზე, სენსაციური აღმოჩენა გააკეთეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აცნობეს, გრაკლიან გორაზე მეცნიერ-არქეოლოგებისა და სტუდენტების ახალმა აღმოჩენამ შესაძლოა, ძვ. წ. V-IV საუკუნეების აღმოსავლეთ საქართველოს, ქართლის ისტორიული ცნობები შეცვალოს.

გრაკლიან გორაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად ქვის ხანიდან ანტიკურ პერიოდამდე საზოგადოების განვითარების უწყვეტი ციკლი დადასტურდა. სხვადასხვა პერიოდის 10 ფენის გათხრის შედეგად აღმოჩენილი არტეფაქტები - პირველყოფილი ადამიანების სამუშაო იარაღები, გვიანდელი პერიოდის საკულტო დანიშნულების ნივთები და ფარმაცევტული ხელსაწყო - ე.წ. სპატულა, რომელიც წამლების, ხსნარების შესარევად გამოიყენებოდა მნიშვნელოვანი ინფორმაციის მომცემია. არქეოლოგებმა საინტერესო არქიტექტურული სურათი მიიღეს: იმ პერიოდისთვის დამახასიათებელი ერთმანეთზე მიჯრით მიდგმული შენობების ერთი კვარტალი. ამჯერად მხოლოდ ერთი შენობის შესწავლა მიმდინარეობს.

ამასთან, აღმოჩენილია 4 საკულტო ოთახი. მათ შორის საკულტო წისქვილი - 3 კონსტრუქციის ხელსაფქვავი, რომელშიც წმინდა ფქვილი იფქვებოდა. წმინდა ფქვილით ღმერთებისთვის შესაწირ პურს აცხობდნენ. მსოფლიოში არ მოიპოვება გრაკლიან გორაზე აღმოჩენილი ტაძრის საკურთხევლის ბაქნის ანალოგი, რომელიც დიდი დედის კულტთან არის დაკავშირებული. დიდი დედა, იგივე ღმერთების დედა საკურთხეველთანაა გამოსახული.

"გათხრების შედეგად გრაკლიან გორაზე იმ პერიოდის ქართლის ტერიტორიაზე არსებული საზოგადოების ეკონომიკური და კულტურული დონის ნათელი სურათი მივიღეთ. აქამდე ითვლებოდა, რომ ძვ.წ. V-IV საუკუნეების I ნახევარში ქართლში საზოგადოებრივი ცხოვრება დაკნინებული იყო, არ არსებობდა ეკონომიკური და კულტურული დინამიკა. გათხრებმა სრულიად საწინააღმდეგო ფაქტი დაადასტურა: გაირკვა, რომ ამ ხანაში აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ცხოვრება ჩქეფს", - აცხადებს თსუ-ის არქეოლოგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი ვახტანგ ლიჩელი.

გრაკლიან გორაზე არქეოლოგიური გათხრები 2007 წელს დაიწყო, სადაც თსუ-ს სტუდენტებისთვის სამეცნიერო პრაქტიკის ბაზა ჩამოყალიბდა.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში