საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ოთარ ფაცაციასთან დაჭრასთან დაკავშირებით სხვადასხვა ვერსია ვრცელდება.
კერძოდ, ერთ-ერთი ვერსიით, ფაცაცია ნათესავთან სტუმრად ზუგდიდის რაიონის სოფელ ინგირში იმყოფებოდა. ფაცაციას ნათესავი თოფს წმენდდა, რომელიც შემთხვევით გაუვარდა.
ქართული ტელეკომპანიების ცნობით კი, ფაცაციას ნათესავმა ზუგდიდში მას შემდეგ ესროლა, რაც მისგან შენიშვნა მიიღო.
ყოფილი პრემიერი ოთარ ფაცაცია გუშინ ზუგდიდში დაჭრეს. ექიმების ცნობით, ის საფანტით არის დაჭრილი. ფაცაციას ჩაუტარდა ოპერაცია, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ოთარ ფაცაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრი 1993-1994 წლებში იყო.