"თავისუფალი საქართველოს" ცნობით ხელისუფლება პარტიის ლიდერების დაპატიმრებას გეგმავს

"თავისუფალი საქართველოს" ცნობით, ხელისუფლება არჩევნებამდე პარტიის ლიდერების დაპატიმრებას გეგმავს. როგორც "ინტერპრესნიუსს" პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, შსს-ს დავალებით, სპეცსამსახურების ყოფილი თანამშრომლები იოსებ ბერიძე და რეზო ჩანტლაძე საზოგადოებაში ავრცელებენ ხმებს, რომ თითქოს მოქმედებენ კახა კუკავას დავალებით და მოსახლეობას აწვდიან ცრუ ინფორმაციას, რომ მალე საქართველოში პარტია "თავისუფალი საქართველოს" ლიდერის ხელშეწყობით რუსეთის შეიარაღებული ძალები შემოიჭრება.

პარტია "თავისუფალი საქართველოს" ბათუმის მაჟორიტარი კანდიდატი, რომან პაპიძე აცხადებს, რომ ხელისუფლების გეგმა ძალიან წააგავს გახმაურებულ ყინწვისის საქმეს, როდესაც სამართალდამცავებმა გამოგონილი "შეთქმულების" და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ბრალდებით "ეროვნულ - სარწმუნოებრივი მოძრაობის" 24 წევრი დააკავეს.

პარტია "თავისუფალი საქართველო" მოუწოდებს საზოგადოებას, არ აყვეს ხელისუფლების დაგეგმილ პროვოკაციას და სხვა მსგავს ზემოთხსენებული ფაქტების შესახებ, მიაწოდონ ინფორმაცია პარტიის ცენტრალურ, რეგიონულ ან რაიონულ ოფისებს.

პარტია "თავისუფალი საქართველო" ემიჯნება გავრცელებულ ინფორმაციას და აღნიშნავს, რომ ამ დროისათვის საქართველოში მოქმედი რეჟიმის შესაცვლელად ერთადერთი ლეგიტიმური გზა მხოლოდ არჩევნებია და თუ კი მოითხოვს აუცილებლობა რეჟიმის სხვა გზით შეცვლას ამ უფლების მონოპოლია მხოლოდ ქართველ ხალხს გააჩნია.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით პარტია მოითხოვს აჭარის პროკურატურისაგან გამოძიების დაუყოვლებლივ დაწყებას და იმ პირების დაკითხვას, ვინც ფიგურირებენ აღნიშნულ საქმეში.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება