ვანო ჩხარტიშვილი - გადავწყვიტე, მივიღო მონაწილეობა აუქციონში და მეპატრონეებს დავუბრუნო უკანონოდ წართმეული ბინები

ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი ჭაბუა ამირეჯიბის მოწოდებას ეხმაურება და პარტიებისთვის შეწირული თანხების გამო დაჯარიმებულებს , რომელთა ქონება დაყადაღდა და აუქციონზეა გატანილი, დახმარებას ჰპირდება.

კერძოდ, ჩხარტიშვილი აღსრულების ბიუროს მიერ გამოცხადებულ აუქციონში მონაწილეობას აპირებს. აღნიშნულთან დაკავშირებით, ვანო ჩხარტიშვილმა განცხადება გაავრცელა.

"უცხოეთში მცხოვრები ქართველები სულით–ხორცამდე შეგვძრა ყველასთვის სათაყვანებელი ჭაბუა ამირეჯიბის გუშინდელმა განცხადებამ. აშკარაა, რომ პოლიტიკურმა ბრძოლამ საქართველოში ყოველგვარ ზღვარს გადააბიჯა.

მე მომმართა არაერთმა ქართველმა, წარმატებულმა და შეძლებულმაც და რაც საგულისხმოა, ისეთებმაც, რომლებიც უცხოეთში ლუკმა–პურის საშოვნელად არიან გადახვეწილნი. მათ მზადყოფნა გამოთქვეს, გაეღოთ სახსრები უსამართლოდ გაჭირვებაში ჩავარდნილი ქართველების დასახმარებლად. სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებამ ამ ადამიანებს მათი მიზნის განხორციელების საშუალება ტექნიკური მაქინაციებით მოუსპო. აღნიშნულის გამო, გადავწყვიტე, მივიღო მონაწილეობა აუქციონში, რათა შევისყიდოთ და შემდგომ მეპატრონეებს დავუბრუნოთ აუქციონზე უსამართლოდ გატანილი საცხოვრებელი ბინები", - აღნიშნულია ჩხარტიშვილის განცხადებაში.

ამასთან, ჩხარტიშვილი იმედოვნებს, რომ ხელისუფლება ხელოვნური ბარიერებით ხელის შეშლას არ შეეცდება.

"იმედია, ხელისუფლება უსახლკაროდ არ დატოვებს ისედაც უსამართლოდ დაჩაგრულ ქართულ ოჯახებს, რომელთა ბინების გამოსასყიდად აგერ უკვე მეორე დღეა ფულს მირიცხავენ ქართველი ემიგრანტები", - აცხადებს ჩხარტიშვბილი.

პარტიებისათვის დაუსაბუთებელი თანხების გამო დაჯარიმებული პირების დაყადაღებული ქონება აუქციონზეა გატანილი. პირების ერთი ნაწილის ქონებაზე აუქციონი დღეს მთავრდება, მეორე ნაწილის კი - 6 აგვისტოს.

ამ პირების ქონების შესყიდვისკენ და მისი მფლობელებისთვის დაბრუნებისკენ გუშინ, მწერალმა ჭაბუა ამირეჯიბმა შეძლებულ მოქალაქეებს, მათ შორის ემიგრანტებს ღია წერილოით მოუწოდა.

გია ხუხაშვილი - სააკაშვილისა და ივანიშვილის დროს სამართალდამცავი სისტემა ერთი ალგორითმით მუშაობს, ამ მხრივ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა - ხელისუფლება ვერც იმას ხვდება, რა მარაზმშია
ვაჟა ბერიძე - როცა ძალა გახდა მთავარი ფაქტორი საერთაშორისო ურთიერთობებში, როცა საერთაშორისო სამართალი, ფაქტობრივად, აღარ მოქმედებს, ყველაფერია შესაძლებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 28.05.2026
საოფისე უძრავი ქონების ბაზარი სტაბილურ ზრდას განაგრძობს - კოლიერსის 2025 წლის მიმოხილვა
„ლისი დეველოპმენტის“ ახალი სასტუმრო - „ბუკნარი ჰოტელი“ ივნისის თვეში პირველ სტუმრებს უმასპინძლებს
სილქნეტის 26 მაისის შეთავაზება - შექმენი შენი მეტი!
თავისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია