რიკოთის უღელტეხილთან თხევადი აირის გადამზიდი მანქანის გადაბრუნებას სავარაუდოდ მძღოლი ემსხვერპლა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იტყობინება, უბედური შემთხვევა დაახლოებით ერთი საათის წინ, რიკოთის გვირაბიდან დასავლეთ საქართველოს მიმართულებით, დაახლოებით 2 კილომეტრში მოხდა.
ცნობილი გახდა, რომ სატვირთო ავტომანქანა ირანულ კომპანიას ეკუთვნოდა.
სატვირთო ავტომანქანა, რომელზეც თხევადი გაზის გადამზიდავი ცისტერნები იყო დამონტაჟებული, დაღმართში ხეს შეეჯახა. წინასწარი ვერსიით, ავტომანქანის მძღოლმა საჭის დამორჩილება ვეღარ შეძლო, ავტომანქანა გადაბრუნდა და ცეცხლი გაჩნდა.
არსებული ინფორმაციით, ერთი ადამიანი, სავარაუდოდ მძღოლი, გარდაცვლილია, თუმცა ჯერჯერობით ავტომანქანამდე მისვლა შეუძლებელია.
აღნიშნულ საგზაო შემთხვევას თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის ამ მონაკვეთზე სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის შეფერხება მოჰყვა.
ამ დროისთვისაც შესაბამისი სამსახურები დაახლოებით ნახევარი საათის ინტერვალით ახდენენ დაგროვილი ავტომანქანების გაშვებას. როგორც ძალოვანი უწყებები, ასევე საგანგებო სიტუაციების სამსახურები გზის ამ მონაკვეთზე არიან მობილიზებული.
ცეცხლის ჩასაქრობად ადგილზე სახანძრო სამსახურის ხუთი ბრიგადა მუშაობს.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"