ზოგს ჰგონია, რომ არჩევნებზე იყიდება სამართლიანი სისტემა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმაბათუმში, იმ 150 სტუდენტთან შეხვედრისას განაცხადა, რომლებმაც ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს.
პრეზიდენტის თქმით, მას ფაცებოოკ-ზე სწერენ ის სტუდენტები, რომლებმაც ვერ ჩააბარეს, რომ ადგილები დაამატონ.
"ფაცებოოკ-ზე მწერს, ვინც ვერ ჩააბარა – "მიშა დაამატეთ ადგილები, თუ გინდათ არჩევნებზე მოგცეთ ხმა". 1991 წელს, როცა გამსახურდიას მთავრობა მოდიოდა, სამედიცინო ინსტიტუტი ყველაზე ცხვირაწეული ადგილი იყო და მაშინ ყველა არაფრისმცოდნე აბიტურიენტი შეყარეს სამედიცინო ინსტიტუტში, რომ ამომრჩევლები არ ყოფილიყვნენ უკმაყოფილო", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა მსგავს პრეცედენტს არ დაუშვებს.
"რუსები გვეომებოდნენ 2008 წელს და ერთი კომპრომისიც არ გაგვიკეთებია", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.