მაგდა ანიკაშვილი - სახელმწიფომ ყველა მრავალშვილიანი ოჯახი ღირსეული საცხოვრებელი პირობებით უნდა უზრუნველყოს

"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი მაგდა ანიკაშვილი ვარკეთილში , სუხიშვილის ქუჩაზე მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ქდმ-დან აცნობეს, მაგდა ანიკაშვილმა მოსახლეობას "ქრისტიან-დემოკრატების" წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო და ყურადღება განათლების ხელმისაწვდომობასა და ჯანდაცვის სფეროში არსებულ პრობლემებზე გაამახვილა.

დღესვე, მაგდა ანიკაშვილი გორდელაძეების მრავალშვილიან ოჯახს ესტუმრა. ანიკაშვილის განცხადებით, მაკა გორდელაძე მეხუთე ბავშვს ელოდება და სოციალურად დაუცველის სტატუსის მიუხედავად, მესამე წელია, საბავშვო ბაღის დერეფანში ცხოვრობს.

მისივე განცხადებით, სახელმწიფომ ყველა მრავალშვილიანი ოჯახი დაუყოვნებლივ უნდა უზრუნველყოს ღირსეული საცხოვრებელი პირობებით, სადაც ბავშვები ნორმალურ ცხოვრებას შეძლებენ.

"თუკი ვინმეს ეკუთვნის დახმარება და საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, ეს არის სწორედ გორდელაძეების ოჯახი, რომელიც მესამე წელია ბავშვებისთვის აბსოლუტურად მიუღებელ და წარმოუდგენელ პირობებში ცხოვრობს. "ქრისტიან-დემოკრატების" გამარჯვების შემთხვევაში, განათლებით, ჯანდაცვითა და ბინით ყველა მრავალშვილიანი ოჯახი უზრუნველყოფილი იქნება", - განაცხადა მაგდა ანიკაშვილმა.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა