ფილარმონიასთან მიმდინარე უფლებადამცველებისა და სტუდენტების აქციას მსახიობი მიშა მესხი შეუერთდა

ფილარმონიასთან მიმდინარე უფლებადამცველებისა და სტუდენტების აქციას მსახიობი მიშა მესხი შეუერთდა.

როგორც მსახიობმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, მას ქართველ ახალგაზრდებზე სხვაგვარი წარმოდგენა ჰქონდა და ქვეყანაში არსებული ვითარების მიმართ ახალგაზრდების პროტესტი რომ დაინახა, უფლება არ ჰქონდა ამ პროტესტს არ შეერთებოდა.

მიშა მესხის თქმით, იმის მიმართ, რაც ხდება ქვეყანაში, გულგრილი არავინ უნდა დარჩეს. მისი განცხადებით, სამი ადამიანი – კალმახელიძე, შაშკინი და ადეიშვილი უნდა დააპატიმრონ, დანარჩენებს კი სასამართლომ უნდა მიხედოს. თუმცა, როგორც მსახიობმა აღნიშნა, დანაგვიანებული სასამართლოს პირობებში ნაკლებად იმედოვნებს, რომ რეალურად იყოს გამოტანილი განაჩენი პატიმართა წამებაში დამნაშავეების მიმართ. ამასთან, მიშა მესხი შინაგან საქმეთა მინისტრ ბაჩო ახალაიას მხრიდან პოსტის დატოვებას ქვეყანაში არსებული პროტესტის ჩახშობის მოტივად არ მიიჩნევს. როგორც მან აღნიშნა, მთლიანად სისტემაა დაბინძურებული და ბაჩო ახალაიას წასვლით ქართველების პროტესტი ვერ შეჩერდება.

"ძნელია დადებით მხარეზე საუბარი, თუმცა სტუდენტ-ახალგაზრდებთან მოვედი, რომლებზეც სხვაგვარი წარმოდგენა მქონდა. მეგონა, რომ ყველას ყველაფერი ფეხებზე ეკიდა, მაგრამ ქვეყანაში არსებული ვითარების მიმართ, რაც ახალგაზრდების მხრიდან დავინახე, რომ ისინი მთელი გულით დგანან პატიმრების ინტერესების დასაცავად, უფლება არ მქონდა არ მოვსულიყავი. მომხდარი და ნანახი კადრებით ძალიან ცუდად ვარ. აქ მოვედი იმისათვის, რომ დავუპირისპირდე იმ ნაძირლობას, რაც ხდება. არასოდეს მითქვამს, რომ ვინმე უნდა დააპატიმრონ, მაგრამ ახლა ვამბობ, ვისაც პირდაპირ ეხება პატიმართა წამების დანაშაული – კალმახელიძეს, შაშკინსა და იუსტიციის მინისტრს, ეს ადამიანები უნდა დააპატიმრონ. შეიცვლება ყველაფერი და ღმერთი ყველას თავისას მიუზღავს", - განაცხადა მიშა მესხმა.

ფილარმონიასთან საპროტესტო აქცია ბაჩო ახალაიას დაპატიმრების მოთხოვნით ტარდება.

იხილეთ ვიდეო: ვაპროტესტებ იმ ნაძირლობას, რაც ხდება - მიშა მესხი

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
Samsung Bespoke AI - ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი მაცივარი
STEAM Challenge Georgia - ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ისტორიის გაცოცხლება - „კარფური“ უნიკალურ პროექტს ახორციელებს