ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებმა ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრის შენობა უკვე დატოვეს. დაახლოებით 12:00 საათიდან იქ იმყოფებოდნენ გივი ბერიკაშვილი, ოთარ მეღვინეთუხუცესი, გურანდა გაბუნია, კახი კავსაძე, ასევე, ნიკუშა შენგელაია, დავით მაღრაძე. ყველა მათგანმა შეხვედრა უკომენტაროდ დატოვა. თუმცა, დილით მათ განაცხადეს, რომ ისინი ივანიშვილმა სადილზე მიიწვია.
მთელი დღის განმავლობაში ბიძინა ივანიშვილთან მიდიოდნენ სხვადასხვა პოლიტიკოსები, მათ შორის ეკა ბესელია, ირაკლი ღარიბაშვილი და ექსპერტი გია ხუხაშვილი. თუმცა, ბიზნესცენტრიდან გამოსვლისას არც ერთ მათგანს არ დაუდასტურებია, რომ დღეს კონსულტაციები მთავრობის დაკომპლექტების თაობაზე მიმდინარეობდა.
დღეს საღამოს ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრში იმყოფებოდა ასევე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რიჩარდ ნორლანდი, რომელმაც ტერიტორია დაახლოებით 20 წუთში უკომენტაროდ დატოვა.