ავთანდილ საყვარელიძესა და მირიან დეკანოიძის კომპანიას საქართველოს ვაგონშემკეთებელი ქარხნის მუშების დავალიანება დღემდე აქვთ , - ამის შემდეგ "ინტერპრესნიუსს" ქარხნის ამჟამინდელმა დირექტორმა გურამ რატიანმა განუცხადა.
მისი თქმით, დავალიანება 1 400 000 ლარს შეადგენს. ამასთან, როგორც რატიანი აცხადებს, როდესაც ქარხნის ახალმა მესაკუთრეებმა "ჯითი ტრეიდისგან" იყიდეს აქციები, ქარხნის ვალი 72 000 000 ლარს შეადგენდა.
"მათ ასევე ვალი აქვთ იმ კომპანიის, რომლისგანაც თავის დროზე, 2005 წელს იყიდეს ეს ქარხანა და ვალი 28 000 000 ლარს შეადგენს. საყვარელიძის კომპანია ვაგონშემკეთებელ ქარხანას 2005 წლიდან 2008 წლამდე მართავდა. შემდეგ ქარხანა გაკოტრების პირას იყო, რის შემდეგაც ქარხნის ამჟამინდელმა მფლობელმა ბადრი წილოსანმა გამოისყიდა საკონტროლო წილი", - განაცხადა გურამ რატიანმა.
თბილისის ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის ყოფილი მფლობელები ქონებისა და ბიზნესის დასაბრუნებლად სამართლებრივ ბრძოლას იწყებენ", - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ქარხნის სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილმა თავმჯდომარე ავთანდილ საყვარელიძემ და ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა მირიან დეკანოიძემ აცნობეს.
როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის მიტაცება კეზერაშვილმა, ბეჟუაშვილმა და ეზუგბაიამ მოახდინეს.
"2008 წლის სექტემბერში, აგვისტოს ომიდან ერთ თვეში, კეზერაშვილმა, ბეჟუაშვილმა, ეზუგბაიამ, ვაიბიზნესმენ წილოსანის ინიცირებით (რომელიც, როგორც თვითონ ეძახდნენ, მათიანი იყო), მოახდინეს თბილისის ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის მიტაცება მათთვის ჩვეული მასკი-შოუებისა და ძალადობის მთელი კასკადის გამოყენებით", - აცხადებენ საყვარელიძე და დეკანოიძე.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"