ოფიციალური ინფორმაციით, მამა პიმენი საკუთარ სახლში აფხაზეთის სამხედრო დაზვერვის სწრაფი რეაგირების განყოფილების ხელმძღვანელმა მიხეილ ხაშბამ გუშინ, 20:00 საათზე დააკავა. პიმენ ქარდავა მოგვიანებით სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე ძალით გადმოიყვანეს.
მამა პიმენი სასულიერო მოღვაწეობას აფხაზეთში მარტიდან ეწევა. მღვდლად კურთხევამდე იგი ავადმყოფი დედის სანახავად აფხაზეთში პერიოდულად გადადიოდა. იგი გალის რაიონის ქართულ მოსახლეობაში ქრისტიანობას ქადაგებდა და რეგიონში არსებული დაზიანებული ეკლესიების აღდგენას ცდილობდა.