პროფკავშირების პანევროპულ საბჭოში საქართველოს წარმომადგენელი აირჩიეს

პროფკავშირების პანევროპულ საბჭოში საქართველოს წარმომადგენელი აირჩიეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებიდან აცნობეს , 6-9 ნოემბერს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ჩატარდა პროფკავშირების პანევროპული რეგიონალური საბჭოს ქალთა მესამე კონფერენცია. 

კონფერენციაზე დასაქმებულ ქალთა შრომითი უფლებები, პროფკაშირულ მოძრაობაში არსებული პრობლემები, ქალთა შესაძლებლობების გაძლიერების საკითხები პროფკავშირულ მოძრაობაში და მიმდინარე ეკონომიკური კრიზისის გენდერული ასპექტები განიხილეს.

საქართველოს პროფკავშირების მხრიდან კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდა, გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე, გაერთიანების ქალთა კომიტეტის თავმჯდომარე ეთერ მათურელი, რომელმაც ქალთა უფლებების სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ პრეზენტაცია გამართა. კონფერენციაზე მსოფლიო საფინანსო და ეკონომიკური ინსტიტუტების ლიდერებისა და სახელმწიფოთა მეთაურების მიმართ სპეციალური მიმართვა მიიღო.

ამასთან, შეხვედრაზე 11 ქვეყნის ქალ წარმოამდგენლთა შემადგენლობით პროფკავშირების პანევროპული რეგიონალური საბჭოს ქალთა კომიტეტი აირჩიეს, რომელთა შორის ეთერ მათურელიც არის.

პროფკავშირებში აცხადებენ, რომ აღნიშნული მეტყველებს - ევროპული ქვეყნები, საერთაშორისო პროფკავშირული ორგანიზაციები დიდ ყურადღებას იჩენენ პროფკავშირული მოძრაობის მიმართ საქართველოში და დადებითად აფასებენ იმ პროცესებს, რომელიც მიმდინარეობს პროფკავშირულ მოძრაობაში – ევროპული სტანდარტების შესაბამისად მისი რეფორმირების კუთხით.

პანევროპული რეგიონალური საბჭო 43 ქვეყნის, 89 პროფესიულ კავშირს აერთიანებს 30 მილიონი პროფკავშირის წევრი ქალით.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა