"ბილაინის" აბონენტები მობილური ინტერნეტით Facebook-ით უფასოდ ისარგებლებენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" "ბილაინიდან" აცნობეს, კომპანია "ბილაინი" საახალწლოდ მომხმარებელს ახალ ტელეფონს Facebook Phone-ს სთავაზობს. "ალკატელის" ბრენდის ანდროიდს, რომელიც საქართველოში 19 დეკემბრიდან "ბილაინის" ყველა ოფისში გაიყიდება, ინტეგრირებული აქვს Facebook-ის აპლიკაცია.
ტელეფონის შეძენისას, "ბილაინის" ნებისმიერი აბონენტი Facebook- ის გამოყენებისას 2 თვის მანძილზე უფასო ინტერნეტით ისარგებლებს.
Facebook ტელეფონის პრეზენტაცია "ბილაინის" აბონენტთა მომსახურების ოფისში, რუსთაველის 14 -ში, 18.00სთ- ზე გაიმართება.
ახალი ტელეფონი წარმოდგენილია ორ ფერში: არის თაჩსქრინიანი, მისი მეხსიერება არის 50 MB, აღჭურვილია ფოტო და ვიდეო კამერით, კითხულობს ქართულ ვებ- გვერდებს და აქვს facebook-ის, tweeter-ის და opera-ს აპლიკაციები.
"მობილური ინტერნეტი ერთ-ერთი ყველაზე პროგრესირებადი მომსახურება ხდება მსოფლიოში და საქართველოში, ხოლო სოციალური ქსელებისადმი წვდომა, განსაკუთრებული მოთხოვნდან ყოველდღიურ აუცილებლობად გადაიქცა. აქედან გამომდინარე, ჩვენს ფრანგულ პარტნიორ ALCATEL- თან ერთად გადავწყვიტეთ, საქართველოში შემოგვეტანა ტელეფონი, Facebook-ის ინტეგრირებული აპლიკაციით.
ამ ტელეფონების მფლობელები შესძლებენ ამ სოციალურ ქსელში მობილური ინტერნეტით უფასოდ ისარგებლონ", - აღნიშნა "ბილაინის" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა თეონა ბაღდავაძემ.