მთაწმინდის ყოფილი საბაგიროს შენობაში დღეს PSY ART (ფსიქოდელიური ხელოვნების) გამოფენა გაიმართება. როგორც "ინტერპრესნიუსს" ორგანიზატორებმა განუცხადეს, ფსიქოდელიური ხელოვნება PSY ART არის აბსტრაქტული ხელოვნების ერთ-ერთი სახეობა, რომლის გამოფენაც საქართველოში პირველად ტარდება.
გამოფენაზე პირველად წარმოდგენილი იქნება ლუკა ელოშვილის PშY Aღთ (ფსიქოდელიური ხელოვნება) ნამუშევრები, ხოლო ღონისძიებას მუსიკალურად გააფორმებს DJ.
PSY ART(ფსიქოდელიური ხელოვნება ) გამოფენების ერთ-ერთი მიზანია, ფსიქოდელიური ვიზუალების საშუალებებითა და ფერადი ძაფებისგან შექმნილი ინსტალაციებით (დეკორაციები, განათებები, ილუსტრაციები) ხელსაყრელი, პოზიტიური გარემო და აღქმა შეიქმნას.
1960 წელს განსხვავებული ხედვის მქონე ადამიანებმა შექმნეს Psy Art (ფსიქოდელიური ხელოვნება). Mati Klarwein არის პირველი არტისტი, რომელმაც ხელი შეუწყო ამ მიმდინარეობის განვითარებას. "მსგავსი გამოფენების ჩატარება საშუალებას მისცემს ამ სახეობის ინტეგრირებას თანამედროვე არტში", _ აცხადებენ გამოფენის ორგანიზატორები.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"