პაატა ტურავა - მმართველობის საპარლამენტო მოდელზე გადასვლა არის შანსი, არსებობდნენ ნათლად ჩამოყალიბებულ იდეოლოგიურ საფუძველზე მდგარი პარტიები

საქართველოში დაგეგმილი კონსტიტუციური ცვლილებებისადმი საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, ,,ინტერპრესნიუსი" გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის საჯარო მმართველობის და პოლიტიკის სკოლის დეკანს, სამართლის დოქტორს, პროფესორ პაატა ტურავას ესაუბრა.

- ბატონო პაატა, რითი არის განპირობებული საზოგადოების დიდი ინტერესი საქართველოში მმართველობის ფორმის განსაზღვრის საკითხისადმი?

- საქართველოში დაგეგმილი კონსტიტუციური ცვლილებები, რომელიც მმართველობის ახალი ფორმის განსაზღვრას უკავშირდება, მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ხელისუფლების დანაწილების, დაბალანსების და კონტროლის საკონსტიტუციო სამართლებრივ პრობლემას ეხება. თუმცა, საზოგადოების ფართო ფენების ინტერესი გამოწვეულია არა საპარლამენტო მოდელის უპირატესობების ცოდნით, არამედ დღეს არსებული სისტემისადმი უარყოფითი დამოკიდებულებით. საპარლამენტო რესპუბლიკის მომხრეთა დიდ ნაწილს ბოლომდე არ ესმის ამ ტერმინის მნიშვნელობა, მაგრამ დაბეჯითებით იცის, რომ არ სურს საპრეზიდენტო მმართველობა მხოლოდ იმიტომ, რომ აქვს ცუდი გამოცდილება. საპრეზიდენტო მმართველობის დისკრედიტაცია გახდა საზოგადოებაში საპარლამენტო მმართველობის მოდელისადმი მხარდაჭერის მიზეზი.

- თქვენი აზრით, მმართველობის რომელი მოდელი პასუხობს ქვეყნის დემოკრატიული განვითარების მოთხოვნებს?

- მმართველობის რომელი მოდელია კარგი ან ცუდი საქართველოსთვის, ამის თქმა შეუძლებელია. მმართველობის თითოეული ფორმა ავტომატურად არ განაპირობებს სახელმწიფო პოლიტიკური რეჟიმის დემოკრატიულობას. შეგვიძლია, მოვიყვანოთ უამრავი არგუმენტი, როგორც საპრეზიდენტო, ასევე საპარლამენტო სისტემის სასარგებლოდ და მოსაზრების გასამყარებლად მოვიშველიოთ ცნობილი ქართველი და უცხოელი კონსტიტუციონალისტების ციტატები. ამ ინტერვიუს მიზანი არ არის ამ მოდელების მეცნიერული ანალიზი.

საქართველოში საპრეზიდენტო სისტემის უპირატესობად სახელდება ხელისუფლების შტოებს შორის უფრო მეტი დამოუკიდებლობა. ხალხის მიერ უშუალოდ არჩეული პრეზიდენტის ხელში კონცენტრირებულია ძალაუფლება, რაც აძლევს შესაძლებლობას უფრო სწრაფად და მოქნილად იმოქმედოს რეფორმების განხორციელების საქმეში.

საპარლამენტო მმართველობის გამართულად ფუნქციონირების აუცილებელი წინაპირობაა შესაბამისი საარჩევნო სიტემის არსებობა, რომელიც პარტიების პროპორციულ წარმომადგენლობას უზრუნველყოფს საკანონმდებლო ორგანოში. ქვეყანაში უნდა არსებობდეს ნათლად ჩამოყალიბებულ იდეოლოგიურ საფუძველზე მდგარი პარტიები, შიდა მყარი სტრუქტურებით და დისციპლინით. პარტიებს უნდა ჰქონდეთ კოალიციური თანამშრომლობის სურვილი და უნარი. ოპოზიციურ პარტიებს უნდა ჰქონდეთ იმის უნარი, რომ მოახდინოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება და საკუთარი გუნდი წარმოაჩინოს, როგორც მთავრობის ალტერნატიული პოლიტიკური გუნდი.

- ყოველივე ეს ხომ არ ნიშნავს, რომ საქართველოში ნაადრევია საპარლამენტო მოდელზე გადასვლა?

- არა. პირიქით, ეს უნდა დავინახოთ როგორც შანსი, რომ შეიცვალოს მიდგომა არსებული საკითხისადმი. საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე არა თუ ხელი ეწყობოდა, არამედ დამატებითი ბარიერები ხვდებოდა პარტიული სისტემის ინსტიტუციონალიზაციას და პრულარისტული პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბებას. უნდა შეიქმნას საკანონმდებლო მექანიზმები პოლიტიკური პარტიების ფუნქციონირებისთვის. "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" ორგანულმა კანონმა ხელი უნდა შეუწყოს საქართველოში კონკურენტული და ინსტიტუციონალიზებული პარტიული სისტემის განვითარებას.

საქართველოში მმართველობის საპარლამენტო მოდელის ფუნქიონირების წინაპირობაა სამართლის რეფორმისადმი კომპლექსური მიდგომა. ქვეყანაში სასამართლო რეფორმა უნდა განხორციელდეს საჯარო სამსახურის რეფორმის პარალელურად. დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და პროფესიონალი მოსამართლეების გვერდით მნიშვნელოვანია ,,პროფესიული საჯარო მოხელის" ინსტიტუტის არსებობა. საჯარო სამსახურის ახალმა მოდელმა ტრადიციული ბიუროკრატიული მოდელის გვერდით, "მართვის ახალი მოდელის" ძირითადი ასპექტების გათვალისწინებით უნდა დაამკვიდროს პოლიტიკური ზეგავლენისგან დამოუკიდებელი მართვის განხორციელების მექანიზმები.

უნდა გავითვალისწინოთ, რომ საპრეზიდენტო რესპუბლიკის მოდელი არ აუქმებს პრეზიდენტის პოსტს. მოსაზრება, რომ პრეზიდენტი სიმბოლური ფიგურაა, არ გვაძლევს უფლებას სერიოზულად არ დავფიქრდეთ პრეზიდენტის ინსტიტუტის ფორმირების სამართლებრივ საკითხებზე.

- რა არის საჭირო, რომ საპარლამენტო მმართველობის მოდელზე გადასვლა განხორციელდეს წარმატებით?

- საზოგადოების უმრავლესობის მხარდაჭერა საპარლამენტო მმართველობის მოდელისადმი უნდა დავინახოთ, როგორც შანსი, მიღწეულ იქნას კონსტიტუციური კონსენსუსი. საკონსტიტუციო ცვლილების წარმატებული განხორციელების წინაპირობაა ამ პროცესში საზოგადოების ფართო ფენების: პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წევრების მონაწილეობა.

საპარლამენტო მმართველობის მოდელმა რომ არ განიცადოს დისკრედიტაცია რეალურ ცხოვრებაში, აუცილებელია სამი მიმართულებით სინქრონული მუშაობა: 1. პარტიების სისტემის განვითარების პროცესის საკანონმდებლო და პოლიტიკური ხელშეწყობა; 2. სასამართლო რეფორმის განხორციელება - დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და პროფესიონალი მოსამართლეების კორპუსის ჩამოყალიბება; 3. საჯარო სამსახურის რეფორმა, რომელიც დაემყარება პროფესიული მოხელის ინსტიტუტს.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს