ქართველმა და გერმანელმა კოლეგებმა დღეს სერჟანტთა მომზადების სკოლაში ერთობლივი ბრიფინგი გამართეს. შეხვედრაზე მხარეებმა ერთკვირიანი სასწავლო პროგრამის გეგმა ჩამოაყალიბეს.
სწავლება, რომელიც ხვალდან დაიწყება, ორ ქვეყანას შორის 2005 წელს გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელდება. საქართველოსა და გერმანიის სერჟანტთა სკოლების ინსტრუქტორები ერთმანეთს გამოცდილებას გაუზიარებენ. ისინი ერთი კვირის განმავლობაში ქალაქში და ტყეში შეტევას, ასევე ტყეში თავდაცვის მეთოდებს შეისწავლიან. გერმანულ მხარეს უფროსი ლეიტენანტი თომას პიტერსი წარმოადგენს, ხოლო ქართველ სამხედროებს უფროსი ლეიტენანტი როსტომ კიკნაძე უხელმძღვანელებს.
;