ქართველი კლასიკოსის, მწერლის, პოეტისა და საზოგადო მოღვაწის, ოთარ ჭილაძის 80 წლისთავთან დაკავშირებით, გოგი ხარაბაძის ახალი აუდიო წიგნის – "ოთარ ჭილაძის პოეზიის" პრეზენტაცია გაიმართება.
გოგი ხარაბაძე ჭილაძის შემოქმედების წარმოჩენის ექსკლუზიურ უფლებას ფლობდა, გარდა ამისა, მათ ახლო მეგობრობა აკავშირებდათ.
ახალი აუდიო წიგნი შედგება ორი დისკისგან - რჩეული ლექსები და პოემა "სინათლის წელიწადი".
პრეზენტაცია დღეს, "წიგნის სახლში ბახტრიონზე" გაიმართება (მისამართი: ბახტრიონის #11ა) და 15.00 საათზე დაიწყება.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"